მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

სოფლის მეურნეობის რეალური დამატებული ღირებულება შესაძლოა გაორმაგდეს მომდევნო 5–7 წელში, თუ ბიზნესის წილი გაიზრდება - ლაშა ქავთარაძე

news image

სოფლის მეურნეობაში ბიზნესის წილის დაახლოებით 30%-მდე ზრდის შემთხვევაში, მომდევნო 5-7 წელში სექტორის რეალური დამატებული ღირებულება შესაძლოა გაორმაგდეს და მისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. 

ლაშა ქავთარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარალელურად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული და კაპიტალური ხარჯების გაგრძელება.

სახელმწიფოს როლის ანალიზისას აშკარაა, რომ ინფრასტრუქტურის ნაწილში მისი მონაწილეობა მზარდია. აღნიშნული პროცესი სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ ჯამურ მაჩვენებელს ვაფასებთ. ვვარაუდობთ, რომ სოფლის მეურნეობისა და კაპიტალური ხარჯების დაფინანსება კვლავ გაგრძელდება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წილი არსებული მოცემულობიდან, მაგალითად, 30%-მდე გაიზარდოს. თუ ამას ვიხილავთ ჩვენ მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში, ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ სოფლის მეურნეობის რეალური დამატებული ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ფაქტობრივად ჩვენ რაც გვაქვს საბაზისო პროგნოზი, იმ საბაზისო პროგნოზთან შედარებით გაორმაგებასაც კი შეიძლება ვიხილავთ, რომელიც ნიშნავს ასევე, რომ სოფლის მეურნეობის კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში გაორმაგდება მომდევნო ხუთ წელში თუ ბიზნესის წილი გაიზრდება. თუმცა რა თქმა უნდა აქ არის გამოწვევები“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ,

Galt & Taggart-ის ეკონომისტის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მცირე და დანაწევრებული მიწის ნაკვეთები სახელდება, სადაც 5 ჰექტარზე ნაკლები მეურნეობების წილი 90-93%-ს აღწევს.

„სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა შეიძლება დავაფიქსიროთ ჩვენ: ერთი არის დანაწევრებული მიწები. მაგალითად თუ შევხედავთ მეურნეობებს, 5 ჰექტარზე ნაკლები მეურნეობების წილი საკმაოდ მაღალია - 90-93%-ის ფარგლებში მერყეობს. საუბარია იმ სუბიექტების ჯამურ წილზე, რომლებიც მიწას უშუალოდ ამუშავებენ. დღევანდელი მოცემულობა ბიზნესისთვის გარკვეულ ბარიერს ქმნის, რადგან ხელს უშლის მასშტაბის ეფექტის მიღწევას.

საჭიროა მიწის ფართობების გაზრდა, რადგან მსხვილი მეურნეობა საკუთარი ტექნიკის გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს პროცესი, ტექნოლოგიურ აღჭურვილობასთან ერთად, დარგში ახალი ცოდნის შემოდინებასაც უწყობს ხელს. მასშტაბის ეფექტი კი სწორედ ის მექანიზმია, რომელიც არსებულ გამოწვევებს ეფექტურად გადაჭრის.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა მცირე ფართობზეც ახერხებს მაღალეფექტური მეურნეობის წარმოებას, ჩვენთვის პირველადი ამოცანა მიწების კონსოლიდაციაა. მსხვილი ფართობები ბიზნესისთვის დამატებითი სტიმულია, რათა სექტორში მსხვილი ინვესტიციებით შემოვიდეს. ბიზნესის დაინტერესება კი, თავის მხრივ, წარმოების ხარისხობრივ დახვეწასა და განვითარებას ჩაუყრის საფუძველს.

ტექნოლოგიები და ცოდნა ბიზნესს შემოაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ანუ ამის გარეშეც შეიძლება ვთქვათ, რომ ქაოტურად ხდება გარკვეული მიმართულებით საქმიანობა. 

ხშირად ვაკვირდებით ტენდენციას, როდესაც ერთწლიანი კულტურების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იცვლება. ფერმერები დათესვის გადაწყვეტილებას ძირითადად მიმდინარე საბაზრო ფასებიდან გამომდინარე იღებენ. თუმცა, ასეთი მიდგომა ხშირად არასტაბილურობას იწვევს, რადგან წინა წლის მაღალი ფასი არ იძლევა მომავალი სეზონის იმავე შედეგის გარანტიას.

ფასების რყევებზე დაფუძნებული წარმოება ჭარბ მიწოდებასა და არასტაბილურობას წარმოშობს, რაც სისტემური ცოდნის დეფიციტის შედეგია. დარგის პროგრესისთვის კრიტიკულია სამი ფაქტორი: განათლება, ტექნოლოგიური აღჭურვა და ფართობების კონსოლიდაცია. მხოლოდ ასეთი მიდგომით შევძლებთ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის რეალურ ზრდას“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

 

 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართელოში ხორბლის იმპორტი 16%-ით არის გაზრდილი

26.03.2026.11:00

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 12 269.6 ათასი დოლარის ღირებულების 48 666.0 ტონა ხორბალი იყიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ხორბლის იმპორტი 41 821.5 ტონის დონეზე იყო. შესაბამისად წელს ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 16%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ხორბლის იმპორტს ახდენს:

  • რუსეთი - 42 060.4 ტონა;
  • ყაზახეთი - 6 578.6 ტონა;
  • ბელარუსი - 21.6 ტონა;
  • თურქეთი - 5.5 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა