მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7094.4
-0.0036
flag
AZN 1.6091
0.0004
flag
CNY 38.026
0.0005
flag
EUR 3.0984
-0.0058
flag
GBP 3.6927
-0.0109
flag
KZT 53.43
-0.0001
flag
TRY 0.07
-0.0001
flag
USD 2.7349
-0.0008

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

news image

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 33.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 6.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 13.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 51.6 პროცენტიანი მატებით, რაც 9.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 10.2 პროცენტით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, -1.16 და 5.39 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2024 წელს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - ვახტანგ ცინცაძე

29.05.2025.13:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2024 წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ქვეყანაში სიღარიბის მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება, კერძოდ, გასულ  წელს სიღარიბე 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, პირველად ჩამოცდა ორნიშნა მაჩვენებელს და რეკორდულად დაბალი - 9.4 პროცენტით განისაზღვრა, რაც, ფაქტობრივად, საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია.

 

თუ ამ მაჩვენებელს რაოდენობრივ გამოხატულებაში შევხედავთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სიღარიბეს 90 ათასზე მეტმახოლო 4 წლის ჭრილში  445 ათასზე მეტმა ადამიანმა  დააღწია თავი" -განაცხადა ცინცაძემ.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს განპირობებულია  თანმიმდევრული და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

 

ერთი მხრივ, აქ მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, მაგალითად, 2024 წელს, საქართველოში, გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი -  9.4 პროცენტი იყოხოლო მეორე მხრივ, აღსანიშნავია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც  მიმართულია ინკლუზიურობის ზრდაზე და ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებული იქნება, რაც, თავისთავად, აისახება სიღარიბის შემდგომ შემცირებაში, დასაქმებულთა ზრდაში და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების გაუმჯობესებაში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ

 

მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, ასევე ხაზგასასმელია მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება.

 

საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ჩამოცდა) და რეკორდულად დაბალი 9.4 პროცენტი შეადგინა. სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან, 2019 წელთან შედარებით განახევრდა - 10.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (19.5%-დან 9.4%-მდე). 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.

 

2024 წელს ჯინის კოეფიციენტი (რომელიც ზომავს უთანასწორობას შემოსავლებისა და ხარჯების მიხედვით) მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა. ჯინის კოეფიციენტი მთლიანი ხარჯების მიხედვით შემცირდა 0.003-ით და 0.40 შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა