მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

სოფლის მეურნეობის ინდექსი ყოველწლიურად განახლდება - ლაშა ქავთარაძე

news image

სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი ყოველწლიურად განახლდება და თითოეული წლის პირველი კვარტალში გამოქვეყნდება, რაც დარგის დინამიკაში დაკვირვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი განმარტებით, რომ ინდექსი სრულად ეყრდნობა წლიურ მონაცემებს და ყველა კომპონენტი განახლებულ პუბლიკაციებში აისახება.

„ინდექსის განახლებას ჩვენ ვაპირებთ ყოველწლიურად. იმიტომ რომ მონაცემები ამ სექტორში არის ყოველწლიური. შესაძლოა გარკვეული ტიპის მონაცემი იყოს კვარტალური, თუმცა ამ ინდექსს რაც სჭირდება, ის ცხრა ინდიკატორი, სრულყოფილი ინფორმაცია არის მაინც ყოველწლიურ ჭრილში და შესაბამისად მოგვიწევს, რომ ყოველი წლის დასაწყისში გვქონდეს განახლებული ინდექსი. იმიტომ რომ მაგალითად 2025 წლის მონაცემი, რომელიც ამ ინდექსში არ არის, ეს იქნება ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში. თუმცა გარკვეული ინფორმაცია შემდგომ გარკვეული ინდიკატორებისა ზუსტდება და იმისათვის, რომ დაზუსტებული მონაცემებით იყოს განახლებული, შესაბამისად ყოველი წლის პირველ კვარტალში გვექნება განახლება და შესაბამისად ის კომპონენტები რაც შედის ამ ინდექსში, სრულად იქნება ასახული ჩვენს პუბლიკაციებში“, - განმარტა ლაშა ქავთარაძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პრაქტიკული ინსტრუმენტი სექტორის ანალიზისთვის

26.03.2026.10:20

სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის აგრეგირებულ სურათს აძლევს სექტორზე, ხოლო ინდექსთან ერთად მომზადებული მიმოხილვები საშუალებას აძლევს დეტალურად შეაფასონ თითოეული პროდუქტის მოსავლიანობა, შედარონ სხვა ქვეყნებთან და მიღებული შედეგების საფუძველზე სწორ გადაწყვეტილებებს მიიღონ -  ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი განმარტებით, ინდექსი პრაქტიკული ხელსაწყოა როგორც ზოგადი შეფასებისთვის, ისე კონკრეტული პოლიტიკის დაგეგმვისთვის.

ამ ინდექსით ზოგადი სურათი შეგვიძლია დავინახოთ ძალიან კარგად. ყოველთვის ინდექსთან ერთად ვაკეთებთ ხოლმე მიმოხილვას, ანუ ამ სექტორის სხვადასხვა მიმართულებების, სხვადასხვა პროდუქტების დონეზე, რომელიც მაგალითად ახლა როდესაც გავაკეთეთ ეს ინდექსი, ამას თან ახლდა მეორე პროდუქტიც და ფაქტობრივად იქ უფრო გაშლილი იყო და დავინახეთ. თუ ეს აგრეგირებულად ზოგადად უყურებს ყველაფერს სოფლის მეურნეობის დარგში ის ინდიკატორები, რაც ჩვენ გვაქვს ამ ინდექსში ჩართული, შესაბამისად მეორე ნაწილი არის, რომელიც მერე უკვე კონკრეტულად დეტალებში მივდივართ, თითოეულ პროდუქტს ვუყურებთ, მაგალითად ჩვენთან მოსავლიანობა როგორი არის, თითოეულ მარცვლოვან კულტურას შეგვიძლია დავაკვირდეთ, შევადაროთ სხვა ქვეყნებს - რატომ გვისწრებს სხვა ქვეყანა, მეზობელი ქვეყნებიც გვისწრებს გარკვეული მიმართულებით და როდესაც შეიძლება პირობები ერთნაირი გვქონდეს. მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, შემდგომ გამოვიყენოთ ეს ინდექსი, და ამის მიხედვით მოვახდინოთ სწორი გადაწყვეტილებები და ფაქტობრივად ეს არის პრაქტიკული, პრაქტიკულად უნდა შევხედოთ - პრაქტიკულობიდან გამომდინარე არის ძალიან საინტერესო“, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.

ლაშა ქავთარაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის ფარგლებში ზოგიერთი პროდუქტის მიმართულებით უკვე გატარდა დეტალური ანალიზი და მომავალში იგეგმება ამ ანალიზის გაფართოება, რაც საშუალებას მისცემს პერიოდულად გამოაქვეყნონ პროდუქტები, სადაც ბიზნესი უფრო აქტიურად შეიძლება ჩაერთოს.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა