მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

სოფლის მეურნეობის ინდექსი იძლევა შესაძლებლობას მონიტორინგი გავაკეთოთ და პირდაპირ შევხედოთ კომპონენტებს, რომელში გვაქვს პროგრესი - ლაშა ქავთარაძე

news image

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ტელეკომპანია „მასეტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აცხადებს, სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვასა და მონიტორინგს ამარტივებს, რადგან ცხრა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით შესაძლებელი ხდება პროგრესის, გამოწვევებისა და როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის როლის შეფასება.

მისი თქმით, ინდექსი უზრუნველყოფს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და სექტორის შედარებას როგორც დროში, ისე საერთაშორისო ჭრილში.

„ინდექსი იძლევა შესაძლებლობას კარგი მონიტორინგი გავაკეთოთ. პირდაპირ შევხედოთ კომპონენტებს, რომელ კომპონენტებში გვაქვს პროგრესი. ეს პროგრესი დამაკმაყოფილებელია თუ არ არის დამაკმაყოფილებელი. უფრო მეტად არის სახელმწიფოს როლის გაზრდა თუ ბიზნესის მიმართულებით უფრო მეტი აქტივობა არის საჭირო იმისათვის, რომ პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაიზარდოს და მერე შევადაროთ სხვა ქვეყნებს - მაგალითად ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის გაუმჯობესება ჩვენთან რამდენად უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამ კუთხით არის ასე ვთქვათ გამოყენებადი ეს ინდექსი. ასევე შევხედოთ მაგალითად შუალედური დანახარჯები, რომლითაც უნდა იწარმოო ეს პროდუქცია - როგორ არის საერთაშორისო ბაზრებზე ფასები. არის თუ არა მიმართულებები, სადაც შეიძლება უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული ნაკლები ამ დანახარჯებით მივიღოთ უფრო მაქსიმალური სარგებელი მოსავლიანობის კუთხით, წარმადობის კუთხით და ასე შემდეგ. ამ თითოეულ ინდიკატორს შეიძლება დავაკვირდეთ. დავაკვირდეთ მაგალითად სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობას. ეს პროგრამები  შენელდა, რატომ შენელდა? გაჯერდა ეს მიმართულება თუ მაგალითად სხვა პრობლემები არის. ამისი ანუ იდენტიფიცირება უკვე ამ ინდექსიდან გამომდინარე შეგვიძლია მარტივად გავაკეთოთ და ამიტომაც არის, რომ ინდექსი თვითონ შინაარსობრივად ძალიან მარტივი არის - ცხრა ძირითადი ინდიკატორი არის. სიმარტივე არის, შეუძლიათ პოლიტიკის გამტარებლებს, ასევე კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს თითოეული ინდიკატორის მიხედვით გარკვეული შეფასებები და გადაწყვეტილებები მიიღონ. და მოგეხსენებათ დროული და მაღალხარისხიანი მონაცემები რაოდენ მნიშვნელოვანი არის ზოგადად არა მარტო ამ დარგის წარმომადგენლებისთვის, არამედ სხვა სფეროებისთვის. ამიტომაც ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მონაცემები და დაიხვეწოს და შესაბამისად ჩვენ ამას ავსახავთ ინდექსში. ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაც ვიხილოთ, უფრო მეტი ინდიკატორები მოვიცვათ - ეს ყველაფერი გამომდინარეობს თუ რა ტიპის მონაცემებზე გვექნება ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართელოში ხორბლის იმპორტი 16%-ით არის გაზრდილი

26.03.2026.11:00

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 12 269.6 ათასი დოლარის ღირებულების 48 666.0 ტონა ხორბალი იყიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ხორბლის იმპორტი 41 821.5 ტონის დონეზე იყო. შესაბამისად წელს ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 16%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ხორბლის იმპორტს ახდენს:

  • რუსეთი - 42 060.4 ტონა;
  • ყაზახეთი - 6 578.6 ტონა;
  • ბელარუსი - 21.6 ტონა;
  • თურქეთი - 5.5 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა