სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პრაქტიკული ინსტრუმენტი სექტორის ანალიზისთვის
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის აგრეგირებულ სურათს აძლევს სექტორზე, ხოლო ინდექსთან ერთად მომზადებული მიმოხილვები საშუალებას აძლევს დეტალურად შეაფასონ თითოეული პროდუქტის მოსავლიანობა, შედარონ სხვა ქვეყნებთან და მიღებული შედეგების საფუძველზე სწორ გადაწყვეტილებებს მიიღონ - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი განმარტებით, ინდექსი პრაქტიკული ხელსაწყოა როგორც ზოგადი შეფასებისთვის, ისე კონკრეტული პოლიტიკის დაგეგმვისთვის.
ამ ინდექსით ზოგადი სურათი შეგვიძლია დავინახოთ ძალიან კარგად. ყოველთვის ინდექსთან ერთად ვაკეთებთ ხოლმე მიმოხილვას, ანუ ამ სექტორის სხვადასხვა მიმართულებების, სხვადასხვა პროდუქტების დონეზე, რომელიც მაგალითად ახლა როდესაც გავაკეთეთ ეს ინდექსი, ამას თან ახლდა მეორე პროდუქტიც და ფაქტობრივად იქ უფრო გაშლილი იყო და დავინახეთ. თუ ეს აგრეგირებულად ზოგადად უყურებს ყველაფერს სოფლის მეურნეობის დარგში ის ინდიკატორები, რაც ჩვენ გვაქვს ამ ინდექსში ჩართული, შესაბამისად მეორე ნაწილი არის, რომელიც მერე უკვე კონკრეტულად დეტალებში მივდივართ, თითოეულ პროდუქტს ვუყურებთ, მაგალითად ჩვენთან მოსავლიანობა როგორი არის, თითოეულ მარცვლოვან კულტურას შეგვიძლია დავაკვირდეთ, შევადაროთ სხვა ქვეყნებს - რატომ გვისწრებს სხვა ქვეყანა, მეზობელი ქვეყნებიც გვისწრებს გარკვეული მიმართულებით და როდესაც შეიძლება პირობები ერთნაირი გვქონდეს. მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, შემდგომ გამოვიყენოთ ეს ინდექსი, და ამის მიხედვით მოვახდინოთ სწორი გადაწყვეტილებები და ფაქტობრივად ეს არის პრაქტიკული, პრაქტიკულად უნდა შევხედოთ - პრაქტიკულობიდან გამომდინარე არის ძალიან საინტერესო“, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.
ლაშა ქავთარაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის ფარგლებში ზოგიერთი პროდუქტის მიმართულებით უკვე გატარდა დეტალური ანალიზი და მომავალში იგეგმება ამ ანალიზის გაფართოება, რაც საშუალებას მისცემს პერიოდულად გამოაქვეყნონ პროდუქტები, სადაც ბიზნესი უფრო აქტიურად შეიძლება ჩაერთოს.
სხვა სიახლეები
საქართელოში ხორბლის იმპორტი 16%-ით არის გაზრდილი
26.03.2026.11:00
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 12 269.6 ათასი დოლარის ღირებულების 48 666.0 ტონა ხორბალი იყიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ხორბლის იმპორტი 41 821.5 ტონის დონეზე იყო. შესაბამისად წელს ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 16%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო ხორბლის იმპორტს ახდენს: