მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს

news image

ორგანული წვენების საწარმო  „Georgias Natural”   სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის 6,9 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 საგრანტო თანადაფინანსება.  საწარმოში, სადაც წელიწადში  3,000 ტონაზე  მეტი  ხილი და ბოსტნეული  გადამუშავდება, მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე მსოფლიოს 40 ქვეყანაში. 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანული წვენების საწარმო  „Georgias Natural” დაათვალიერა.  

„ორგანული წვენების საწარმო  „Georgias Natural” არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი წარმატებული  ბენეფიციარი. აღნიშნულს ის ფაქტი ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო ხილისა და ბოსტნეულის პრემიუმ ხარისხის   წვენებს აწვდის ისეთ განვითარებულ ბაზრებს, როგორებიცაა იაპონია, ამერიკა, არაბული  ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები“,  - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ. 

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით,  270 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 126 მლნ ლარზე მეტი ლარით. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპორტზე ორიენტირებული მომსახურების სფეროს განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია

08.05.2025.13:26

"ექსპორტზე ორიენტირებული მომსახურების სფეროს განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე საექსპორტო პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.   

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორზე, რომლის საქართველოს ბაზარზე განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსაწარმოე საქართველოში". მისი თქმით, სააგენტო რამდენიმე წლია, რაც ამ სფეროს მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის პოლიტიკას აქტიურად ახორციელებს. „ამ ინდუსტრიის ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი სულ უფრო მზარდია. სხვა ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, ინვესტორებისთვის საინტერესოა სტაბილური ეკონომიკური გარემო და სტრატეგიული ლოკაცია, რასაც საქართველო სთავაზობს," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.   

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მინისტრის მოადგილემ გაამახვილა ყურადღება IT სერვისების სფეროა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღეს საქართველოში 150-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანია საქმიანობს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ პროფესიული სერვისების ექსპორტის განმახორციელებელი გლობალური ტოპ კომპანიები. შედეგად, შეიქმნა რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და რამდენიმე მილიარდიანი საექსპორტო პროდუქცია, რომელსაც საქართველო გლობალურ ბაზრებს აწვდის.

მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ფაქტორებზე, რის გამოც გლობალურ ბაზრებზე დღეს ეს ორი სფერო განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. „ესენია, საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს შევთავაზეთ; ასევე კვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობა; ბიზნესის კეთების სიმარტივის გარემო და მთელი რიგი სხვა პარამეტრები, რომლებიც განაპირობებენ საქართველოს მიმზიდველობას სხვადასხვა ტიპის ინვესტორებისათვის, ამ შემთხვევაში, პროფესიული სერვისებისა და ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა