მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2035“-ის მოსამზადებლად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

news image

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო იწვევს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებს ინტერესთა გამოსახატად საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2035-ის მომზადებისთვის.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა 18 თვეს შეადგენს.

გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანია აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით - „Procurement Regulations for ADB Borrowers“, ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით (QCBS) გამოვლინდება. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელია აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მართვის სისტემის მეშვეობით (ADB Consultant Management System) შემდეგ ბმულზე:

ინტერესთა გამოხატვის ვადა 24 აგვისტოს იწურება.

საქართველომ აზიის განვითარების ბანკის (The Asian Development Bank) დაფინანსება პროექტის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ (LCIP-PRF) განსახორციელებლად მიიღო.  

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპორტი 108%-ით, ხოლო იმპორტი 3%-ითაა გაზრდილი - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის

06.08.2025.13:00

იტალიაში ექსპორტი 108%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 3%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ იტალიაში 40 610.6 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19 549.9 ათასი დოლარის. შესაბამისად საქართველოდან იტალიაში ექსპორტი 107,7%-ითაა გაზრდილი. 

როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 14 472.8 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 9 571.4  ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 6 937.8 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4 681.6 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1 341.8 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იტალიაში იმპორტს, აქ ზრდა 3,2%-ის დონეზეა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ იტალიიდან 207 588.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 201 093.7 ათასი დოლარის. იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 14 853.9 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 11 436.7 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 7 114.0 ათასი დოლარი;
  • სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 6 471.6 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 5 148.8 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა