მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით მეორე მრავალსექტორული შეხვედრა შედგა

news image

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CapDev) ფარგლებში შედგა მეორე მრავალსექტორული შეხვედრა. ღონისძიება სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზურაბ წიკლაურმა გახსნა და ქალაქგეგმარების პროცესის გამართულად წარმართვისთვის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ფორმატი ქალაქგეგმარების პროცესში ჩართულ თითოეულ რგოლს კოორდინირებულ საქმიანობაში ეხმარება.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების და პროფესიული წრეების წარმომადგენლებმა განიხილეს ინსტიტუციური, ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური გაუმჯობესების შესაძლებლობები.

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CapDev) ძირითადი მიზნებია: სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისთვის სააგენტოს თანამშრომლების ტექნიკური უნარების გაუმჯობესება, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ფუნქციის გამყარება, მუნიციპალიტეტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება, რუკების შედგენის ჰარმონიზირებული სისტემის შექმნა და ქალაქთმშენებლობითი ინსტრუმენტების გაუმჯობესება.

პროექტს საერთაშორისო კომპანია „Thomas Stellmach Planning and Architecture” წარმართავს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია - სამშენებლო-დეველოპერული სექტორის შეფასებები

17.11.2025.19:00

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება. 

კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც EMAAR-ის ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის - მოჰამედ ალაბარის მიერ შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის პორტფელში შედის მრავალმილიარდიანი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბელგრადში, ბუდაპეშტში, რიგასა და სხვა ქალაქებში.

ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია “იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას.

Business Insider Georgia დაინტერესდა, როგორ აფასებს დეველოპერული სექტორის წამყვანი მოთამაშეები საქართველოში Eagle Hills-ის შემოსვლას.

ირაკლი ბურდილაძე - "თეთრი კვადრატის" მმართველი პარტნიორი: „მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ხშირ შემთხვევაში პატარა ქვეყნებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპის მომატებაში უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული როლი აქვთ.

რაც შეეხება უძრავ ქონებას Eagle Hills-ის მიერ განსახორციელებელ ინვესტიციას საქართველოში, ამასთან დაკავშირებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ - ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და განგვიცხადებია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართ ინტერესი საქართველოში საკმაოდ მაღალია. მოთხოვნა დიდია, და ამას ადასტურებს ყოველწლიურად მზარდი ფასები საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე. ამასვე მიუთითებს უცხოელების მხრიდან გაზრდილი ინტერესიც.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 2023 წელს დეველოპერების მიერ უცხოელებზე გაყიდული ბინების რაოდენობა შეადგენდა 17%-ს, დღევანდელი მონაცემებით კი 26% ბინებისა იყიდება უცხოელებზე. შესაბამისად, ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 53%-ით არის გაზრდილი.

მოთხოვნას საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე საქართველოში განაპირობებს არა მხოლოდ შიდა ბაზარი, არამედ ე.წ. იმპორტირებული მოთხოვნაც, რაც საკმაოდ მაღალია. უცხოელებიდან, რომლებიც ბინებს ყიდულობენ საქართველოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერესი ისრაელიდან. თუ 2023 წელს ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდული ბინები შეადგენდა მხოლოდ 4%-ს, დღეს, წლევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 12%-მდეა - ანუ გასამმაგებულია ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდული ბინების რაოდენობა. შესაბამისად, ინტერესი დიდია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“.

 გოჩა კამკია - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში დაანონსებული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის და პირდაპირ უკავშირდება უცხოურ ინვესტიციას, რომელიც შემდგომში ქვეყნის GDP-ზე მოახდენს გავლენას და ქვეყანას ბევრად უფრო მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს გახდის მსოფლიო ბაზრებზე.

გარდა ამისა, ეს გამოიწვევს ტურისტული ნაკადების ზრდას, ეკონომიკური აქტივობის მატებას და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ორ ლოკაციაზე - როგორც თბილისში, ასევე ბათუმში - ინფრასტრუქტურის განვითარებას.შესაბამისად, ქვეყანა ბევრად უფრო მომზადებული შეხვდება საერთაშორისო მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორებს. ასევე შესაძლებელი გახდება საზოგადოებაზე ორიენტირებული, ძალიან მაღალი დონის პროექტების განხორციელება საქართველოში.

შესაბამისად, ეს არის მისასალმებელი ფაქტი და ყველამ - როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამ და ბიზნეს სექტორმა - დიდი ნიშნულით უნდა უგულშემატკივროს ამ პროექტს“.

ილია წულაია - „არქის“ დამფუძნებელი: „როგორც ჩვენთვის ცნობილია, Emaar ჯგუფი ახორციელებს 6.6 მილიარდ დოლარის ინვესტიციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი ეფექტი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. როგორც ვიცით, ამ ინვესტიციას კომპანია განახორციელებს მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში - ანუ საკმაოდ სწრაფად, ამხელა მოცულობის პროექტისთვის. ბატონ ალაბარსაც, Emaar-ის პრეზიდენტს, ჰქონდა საუბარი იმაზე, რომ ამას დამატებითი, არაპირდაპირი ეფექტი მოჰყვება, რომელიც ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი იქნება და ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები.

საქართველოში Emaar-ის გამოჩენამ უკვე გამოიწვია ბევრი უცხოელი ინვესტორის ინტერესი. დარწმუნებული ვარ, რომ არაპირდაპირი ეფექტი ორჯერ-სამჯერ უფრო მეტი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ 6.6 მილიარდიან ინვესტიციაზე, არამედ 15-20 მილიარდ დოლარზე მომდევნო 7-8 წლის განმავლობაში. ეს ძალიან დიდი ციფრია ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მასშტაბთან შედარებით და არსებითი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის  1-2, შესაძლოა 3%-იანიც კი, გააჩნია აქტიურობას ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის“.

ელგუჯა თურმანიძე - „იელთი ჯგუფის“ დამფუძნებელი: „Eagle Hills-თან დაკავშირებით ძალიან ბევრი ითქვა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ითქმება. თუმცა მე, რაც თავი მახსოვს - უკვე 20-25 წელია, რაც ჩვენ წარმოდგენილი ვართ სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში არ მახსენდება ამ მასშტაბის ინვესტიცია განხორციელებულიყოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

აქედან გამომდინარე, იმ საინვესტიციო მოცულობაზე, რაზეც არის საუბარი, ვფიქრობთ, დიდი ხანი ვბრძოლობდით, ვმუშაობდით, რომ თუნდაც მსგავსი მოცულობისა და რეპუტაციის მქონე კომპანია, საინვესტიციო ჯგუფი შემოგვეყვანა საქართველოში - ჯერ კიდევ 2005 წლიდან.

ამას ექნება ძალიან დიდი ეფექტი, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი. ამის ახსნაც რომ გვიწევს, მე მგონი, არც კი არის მთლად მისასალმებელი. თუმცა მისი პირდაპირი ეფექტი, რომ დავაკონკრეტოთ, დაკავშირებულია რამდენიმე ათას ადამიანთან, ასობით კომერციული ობიექტისა და ახალი ბიზნესების გაჩენასთან. ირიბად კი სხვა თანმხლები ბიზნესების გააქტიურებასთან და მათში დამატებით დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდასთან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდება სულ რაღაც აქტიური სამუშაოების დაწყებიდან ერთ წელიწადში“.

ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: „მინდა აღვნიშნო, რომ ეს უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან Eagle Hills-ის შემოსვლა საქართველოში მხოლოდ რაიმე სამშენებლო პროექტი ან კონკრეტული ობიექტის აშენება არ არის - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მძლავრი სიგნალი იმ მრავალი უცხოელი ინვესტორისთვის, რომლებიც საქართველოში პოტენციურად განიხილავენ ინვესტიციების განხორციელებას.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანა და იმ დონის სანდოობის მიღება, როგორიც დღეს Eagle Hills-ს აქვს, იოლი ამოცანა არ არის. Eagle Hills-ის შემოსვლა საქართველოში სიგნალია მრავალი სხვა უცხოური ინვესტორისთვის, დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად. მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმას, რომ პრაქტიკულად, პროექტის განხორციელების ფარგლებში ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

მინდა ასევე მნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ბევრი ადამიანი, ვინც დღეს ქვეყნის გარეთაა გასული სამუშაოდ, სწორედ ამ პროექტების მეშვეობით მიიღებს მნიშვნელოვან და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, რაც თავის მხრივ შეამცირებს შრომით მიგრაციას და პირიქით - დააბრუნებს ქვეყანაში მოქალაქეებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ხაზი გავუსვათ მოცულობას - 6,5 მილიარდ დოლარს, რომელიც ბათუმსა და თბილისში ინვესტიციის სახით უნდა განახორციელოს Eagle Hills-მა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინვესტიცია ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისით ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ციფრი. მარტივი არითმეტიკული გათვლებით, 6,5 მილიარდი დოლარის ფულადი ინვესტიციით შექმნილი ეკონომიკური აქტივობა თითქმის 10–12 მილიარდ დოლარამდე ადის, რაც პრაქტიკულად უტოლდება ჩვენი ქვეყნის მშპ-ს. მომდევნო წლების განმავლობაში მისი ეფექტი თითქმის გააორმაგებს საქართველოს ეკონომიკას, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა