მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

სილქნეტი "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

news image

"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი" აქტიურად აგრძელებს საქმიანობას და ზრუნავს ბენეფიციარების სხვადასხვა საჭიროებაზე - ჯანმრთელობის, განათლების, პროფესიული გადამზადებისა და ადაპტაციის კუთხით. ფონდის შემომწირველების დონაციამ 2026 წლის პირველ კვარტალში 561,749.00 ლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან ფონდმა 129 000 ლარის დახმარება გაუწია 32 ბენეფიციარს, მათ შორის დაჭრილ მებრძოლებს, მებრძოლთა არასრულწლოვან შვილებს და მეუღლეებს. 

გაწეული დახმარებებია:

  1. გადაუდებელი ოპერაციები                                                    64 163  ლარი
  2. სამინისტროსთან ერთად 50% თანადაფინანსება                17 677 ლარი
  3. მეუღლეების დახმარება                                                           9 708 ლარი
  4. სამედიცინო მომსახურება                                                       8 646 ლარი
  5. პროფესიული გადამზადება                                                  7 628  ლარი
  6. მედიკამენტები                                                                           6 241 ლარი
  7. შვილების დახმარება                                                             15 156 ლარი
  8. ადაპტაცია                                                                                 665 ლარი  

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” 2018 წელს  სილქნეტმა დააფუძნა. კომპანია ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციას ახორციელებს. ფონდის შემომწირველები არიან ფიზიკური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი. 

ფონდის თანადგომით, შესაძლებელი ხდება ჩატარდეს ბენეფიციარებისთვის ოპერაციები, მათ შორის საზღვარგარეთ, გაეწიოთ დაშავებულ სამხედროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ხდება მედიკამენტებით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი ფართის ადაპტირება. ფონდი აფინანსებს პროფესიული გადამზადების კურსებსაც, ასევე ბენეფიციართა ოჯახის წევრთა საჭიროებებს. 

გარდა ამისა, ფონდი აქტიურად უდგას მხარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა სპორტულ გუნდს. გუნდი წარმატებით ასპარეზობს ყოველწლიურად საერთაშორისო ძლიერთა თამაშებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მათ შორის არის მჯდომარე კალათბურთი და მშვილდოსნობა. აღნიშნულ გუნდისთვის სპორტული ინვენტარი   “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” შეიძინა ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თანთანამშრომლობით. რაც შეეხება პარამშვილდოსნობას, გუნდი აქტიურად ემზადება 2027 წელსძლიერთა თამაშებში მონაწილეობისთვის, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება. 

დიდი ყურადღება ეთმობა, ასევე, საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერას ბენეფიციარებისთვის. დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით დაარსებულ ლიდერობის აკადემია „საბადოსა“ და ფონდს შორის გასულ წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც „საბადოში“ გამართული საგანმანათლებლო აქტივობები უფასოდ არის ხელმისაწვდომი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილებისთვის. 

ლიდერობის აკადემია „საბადო“ 2025 წელს გაიხსნა მანგლისში დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით. აკადემია მიზნად ისახავს ლიდერობის უნარების განვითარებას მოზარდებში. ფონდი დიდ მადლობას უხდის აკადემიასა და ბატონ დავით ბეჟუაშვილს, ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერისთვის და მიზნობრივი ინიციატივისთვის.   დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვანიშვილები 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე "საბადოში" პერიოდულად ესწრებიან სხვადასხვა კურსებს და ვორკშოფებს ინტერესის მიხედვით.  

ფონდი მუდმივად ახორციელებს გაწეული საქმიანობის პასუხისმგებლიან ანგარიშგებას. ფინანსურიდა წლიური ანგარიშები გამოქვეყნებულია ფონდის ვებ გვერდზე. 

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

06.04.2026.18:39

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.8%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება და თებერვლის მდგომარეობით 2.4% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია მარტის მდგომარეობით 3.3%-ს შეადგენს

საბანკო სექტორი

  • თებერვალში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.9 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.2%-ს გაუტოლდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია თებერვალში 1.2 პპ-ით შემცირდა და 46.0% შეადგინა
  • თებერვალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია უცვლელად, 42.2%-ზე, შენარჩუნდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 8.4%-ით გაიზარდა 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე. თებერვალში საქონლის იმპორტზე ზრდის მიმართულებით ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელი მოქმედებდა, შუალედური საქონლის წვლილმა 8.9 პპ წვლილი შეადგინა
  • ექსპორტი - 26.6%-ით გაიზარდა და 546.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. თებერვალში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (18.3 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (7.6 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტით
  • თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 6.65 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა