მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა, კერძოდ, იყო 21.3% და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე - ირაკლი კობახიძე

news image

სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა, კერძოდ, იყო 21.3% და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე, ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა დოლარში ორჯერ და მეტად გაიზარდა და ლარშიც იყო სწრაფი ზრდა, რამაც ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შეამცირა.

„სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა. იყო 21.3% სიღარიბის მაჩვენებელი და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე, ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი. 2020 წლის ბოლოს, ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4 300 აშშ დოლარი და დღეს არის გაზრდილი, დაახლოებით, 9 200 დოლარამდე ერთ სულ მოსახლეზე და პირველად ისტორიაში, წელს, გადაცდება 10 000 აშშ დოლარს. ეკონომიკა გაიზარდა დოლარში ორჯერ და მეტად. ლარშიც გვქონდა სწრაფი ზრდა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება 20 %-ზე მეტიდან ჩამოვიდა 9.4 %-მდე. პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ, ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული.

რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული 2020 წლიდან. მოგეხსენებათ, რომ კოვიდის დროს ობიექტური მიზეზების გამო, გარე ფაქტორების გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრად. მაშინ გვქონდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკა შემცირდა 6.5 %-ით 2020 წელს. ამან გამოიწვია ბიუჯეტში სოციალური პრობლემები და გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული, შესაბამისად, არათუ აკლდებოდა ამ რაოდენობას, ემატებოდა. თუმცა ამას კავშირი არ აქვს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებასთან. სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-დან შემცირდა 9.4%-მდე,"- განაცხადა პრემიერმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ყველაფერი ცხადი და ნათელია, სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო ამ პროექტიდან, მადლობას ვუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის - პრემიერი Eagle Hills-ის პროექტზე

26.11.2025.14:44

ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს EAGLE HILLS-ის პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს აღნიშნული პროექტიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს გუნდს და მის ხელმძღვანელობას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შემოდის კომპანია EAGLE HILLS თანხებით და როგორ ნაწილდება ეს 6.6 მლრდ აშშ დოლარი. სწორედ, ეს არის არსებითად კომპანიის საქმე. სამი ძირითადი წყაროა - ეს არის პირდაპირი ინვესტიცია, რასაც დებს უშუალოდ კომპანია, მეორე - ეს არის კომერციული სესხები, რომელსაც იზიდავს, ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ეს არის ე.წ. „პრი სეილები", წინასწარი გაყიდვები, აქედანაც შემოდის თანხები, სამი ძირითადი წყაროა, საიდანაც ხდება ამ 6.6 მლრდ დოლარის აკუმულირება, თუმცა ეს არსებითად კომპანიის საქმეა.

ჩვენთვის მთავარი რა არის - დივიდენდი არის დათვლილი, ჩვენი წილი არის 33.3%, ვიცით, რომ ველოდებით 2 მლრდ ლარის მოგებას ამ ყველაფრიდან, ვიცით, რამდენს ველოდებით გადასახადების სახით და ეს ქმნის მთლიანად ამ პროექტის ეკონომიკას.

ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს ამ პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს ამ პროექტიდან. მე შემიძლია, მოგცეთ პირობა, რომ მაქსიმუმი წამოვიღეთ, რისი წამოღებაც ჩვენ შეგვეძლო დივიდენდის, თუ ნებისმიერი სხვა მოგების სახით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადი და ნათელია. სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა