სიღარიბის დონის კლებას ხელი შეუწყო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, კერძოდ გაიზარდა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა - ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება.
სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სიღარიბის დონის კლებას ხელი შეუწყო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ.
„2024 წელს ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ჩამოცდა) და რეკორდულად დაბალი 9.4 პროცენტი შეადგინა.
სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან - 2019 წელთან შედარებით განახევრდა - 10.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (19.5%-დან 9.4%-მდე). 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს (2024 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 346.8 ათასს, 2023 წელს 438.6 ათასს, ხოლო 2019 წელს 725.5 ათას).
სიღარიბის დონის კლებას ხელი შეუწყო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, კერძოდ გაიზარდა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, რაც სიღარიბის შემცირების და დასაქმების ზრდის ბუნებრივ გზას წარმოადგენს.
სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.
კერძოდ, 0-17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში სიღარიბის დონე შემცირდა 4.0 პროცენტული პუნქტით და 12.1 პროცენტი შეადგინა, 18-64 ჯგუფში შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით და 9.3 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო 65+ ჯგუფში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.7 პროცენტი შეადგინა.
სიღარიბე შემცირდა სოფლადაც და ქალაქადაც. სოფლად სიღარიბე შემცირდა 3.7 პროცენტული პუნქტით (შეადგინა 11.9%), ხოლო ქალაქად 1.6 პროცენტული პუნქტით (შეადგინა 7.8%)", - ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
30.05.2025.17:25
5 წელიწადში სებ-ს ახალი სათაო ოფისი უნდა ჰქონდეს. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, შეძენილ ტერიტორიაზე ამ დროისათვის მიმდინარეობს ექსპერტიზა და როდესაც ის დასრულდება დაიწყება მისი პროექტირების ეტაპი.
„დიახ, ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა - მთავრობისგან შევიძინეთ მიწის ნაკვეთი თავისი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობით. ამ წუთში მიმდინარეობს ექსპერტიზა იქ არსებული შენობა-ნაგებობის, როდესაც დასრულდება ექსპერტიზა მერე ჩვენ გადავალთ უკვე პროექტირების ეტაპზე. პრივატიზაციის პროცესში ჩვენ 5 წლიანი ვადით გვაქვს საინვესტიციო პირობით აღებული და ვფიქრობთ, რომ ჩავეტევით ამ ვადაში“, - აღნიშნა თურნავამ.