შვიდ თვეში საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 22,4 მლნ დოლარის პროდუქცია გაყიდა
2025 წლის 7 თვეში საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 22,4 მლნ დოლარის პროდუქცია გაყიდა.
საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტი 22%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 7 თვეში საამიროებში ექსპორტმა 22 375.9 ათასი დოლარი შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28 784.9 ათასი დოლარი. მიმდინარე წლის მაჩვენებლებით საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდის:
რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იმპორტს, აქ 2%-იანი ზრდაა. 2025 წლის 7 თვეში საქართველომ საამიროებიდან 172 273.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 168 309.0 ათასი დოლარის. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში მთავარი საიმპორტო პროდუქტი მობილური ტელეფონებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
01.09.2025.21:53
ჩინეთში იმართება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და სწორედ ამ სამიტის ფარგლებში იმყოფებიან კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ჩინეთში და ისინი, ამავდროულად, ესწრებიან აღლუმს, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ესწრებიან ამ ღონისძიებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც ჩინეთთან თანამშრომლობას ლამის ქვეყნის ღალატად აცხადებენ.
„აბსოლუტურად ჩანს ის, თუ რა ღირებულებებით და რა პრინციპებით მოქმედებს ჩვენი ოპონენტი ძალა. რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას, ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამისთვის მე პირადად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.