შრომის პროდუქტიულობის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია, წლიური გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს
მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის 2024 წლის შედეგებიგამოაქვეყნა. შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ პირზე მსყიდველუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2024 წელს 10,4%-ით გაიზარდა და 56 ათას 608 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა.
ზრდის ამ ორნიშნა, 10%-ზე მაღალი, წლიური ტემპით საქართველო მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ევრაზიის კონტინენტზე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზეა. ამასთან საქართველო შრომის პროდუქტიულობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ჩვენი საუკუნის 24 წლიან პერიოდში შრომის პროდუქტიულობა ყველაზე მეტად გაიზარდა გაიანაში 786%-ით, მეორე ადგილზეა ჩინეთი 506%-იანი ზრდით, მესამეზე კი საქართველო სადაც შრომის პროდუქტიულობა 340%-ით არის გაზრდილი.
შემაშფოთებლად დაბალია შრომის პროდუქტიულობის წლიური ზრდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით ევროკავშირში შრომის პროდუქტიულობის ზრდის ტემპი 2024 წელს 1%-ზე დაბალი იყო, ხოლო ისლანდიაში, ირლანდიაში, ავსტრიაში, იტალიასა და ფინეთში შრომის პროდუქტიულობა დაეცა.
მსოფლიოს ბანკის მერ წარმოდგენილი განმარტებით, „შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად, შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით. ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე, რაც თავის მხრივ ამცირებს დაუცველ დასაქმებასა და სამუშაო სიღარიბეს.“
„მშპ ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო ზომა იმის მონიტორინგისთვის, მიდის თუ არა ქვეყანა მდგრადი განვითარების იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ეწოდება „მდგრადი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული მუშაობა ყველასთვის“ [SDG ინდიკატორი 8.2.1].“, - განმარტავს მსოფლიო ბანკი.
სხვა სიახლეები
09.07.2025.18:00
უზბეკეთში ექსპორტი 46%-იან ზრდას, ხოლო იმპორტი 10%-იან კლებას აჩვენებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უზბეკეთში 64 003.7 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 43 761.8 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 46,2%-ის დონეზეა.
საქართველოდან უზბეკეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სამკურნალო საშუალებებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 39%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უზბეკეთში ყიდის:
რაც შეეხება უზბეკეთიდან იმპორტს, აქ 9,6%-იანი კლებაა. 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უზბეკეთიდან 35 531.7 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის იანვარ-მაისში კი 39 285.9 ათასი დოლარის. უზბეკეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სპილენძის მავთულია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უზბეკეთიდან ყიდულობს: