შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405214726) გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
იურიდიული პირების შემთხვევაში:
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N37მ, მე-8 სართული, ოთახი N5 (ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.07.2025.18:46
დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 350 000 უპატრონო ძაღლია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის მიერ ცოტა ხნის უკან დამტკიცდა, მალე ის პრეზიდენტის მიერ იქნება ხელმოწერილი და გამოქვეყნებისთანავე ძალაშიც შევა.
„რეალურად ჩვენ ქვეყანაში არ გვქონდა ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც პირველ რიგში განსაზღვრავდა პატრონის პასუხისმგებლობას შინაური ცხოველის მიმართ. შესაბამისად მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საქართველოში დღეისათვის, იმ გაანგარიშებებით, რომელიც ჩვენ გაქვს, დაახლოებით 350 000 უპატრონო ძაღლია. არ ვსაუბრობ არაფერს კატებზე, რომელთა რაოდენობა ჩვენ არ ვიცით. ანუ არ ვიცით რამდენია უპატრონო კატა.
გარდა იმისა, რომ ცხოველებთან მოპყრობის და ცხოველებისადმი მიდგომის არანორმალური მდგომარეობაა თვითონ დაავადებების, მათ შორის ადამიანებზე გადამდები დაავადებების გავრცელების ძალიან დიდი რისკის წინაშე ვართ. კანონპროექტი, რომელიც ახლა დაამტკიცა პარლამენტმა და სულ რამდენიმე დღეში პრეზიდენტიც მოაწერს ხელს, ეტაპობრივი ამოქმედების რამდენიმე ვადა აქვს. კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში შევა 2026 წლის იანვრიდან, თუმცა მანამდე საქართველოს მთავრობამ უნდა გამოსცეს რამდენიმე აქტი, რომელიც კანონის აღსრულებას ხელს შეუწყობს. კანონპროექტს აქვს გარდამავალი რეგულირებები ისევე როგორც ის ნორმები, რომელმაც საქართველოში მუდმივად უნდა იმუშაოს და აკონტროლოს პატრონი, რომ ძაღლი არ გააგდოს ქუჩაში. კანონპროექტზე მუშაობის პარალელურად ჩვენ ვიმუშავეთ სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ფაო), რომელმაც შექმნა ელექტრონული ბაზა, რაც გამოყენებული იქნება ცხოველთა რეგისტრაციისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლის ზაფხულიდან ჩაირთვება ეს ბაზა და ყველა პატრონი ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს თავისი შინაური ცხოველი ამ ბაზაში დაარეგისტრიროს და შესაბამისად დაჩიპოს. ვისაც ცხოველი უკვე დაჩიპული ჰყავს და ბევრია ასეთი და ისინიც ვალდებულები იქნებიან, რომ მივიდნენ და გადაამოწმონ ბაზაში რამდენად წაკითხვადია მათი ჩიპი.
საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება იმის პრევენცია, რომ ქუჩაში გაგდებული ცხოველი, ამ შემთხვევაში ძაღლი და რა თქმა უნდა კატაც იქნება იდენტიფიცირებადი და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით - 5000 ლარის ოდენობით იქნება შემაკავებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ადამიანმა ძაღლი არ გააგდოს და ფიზიკურად თუ აღარ შეუძლია ამ ცხოველის მოვლა კანონის იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩააბაროს თავშესაფარში, რომელიც შემდგომ იზრუნებს ამ ძაღლის და კატის გაჩუქებაზე.
ამ ბაზის მმართველი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტო და ამ ბაზაზე წვდომის და რეგისტრაციის უფლება ექნება ყველა იმ სუბიექტს, სადაც ეს ცხოველი ხვდება. ეს იქნება ვეტერინარული კლინიკა, ცხოველების სარეალიზაციო ობიექტი, სასტუმრო, გრუმინგი თუ ასე შემდეგ. ანუ ის სუბიექტი, სადაც ცხოველი თავისი ცხოვრების ციკლის განმავლობაში ხვდება. შესაბამისად ამ სუბიექტებს ვალდებულება ექნებათ, რომ ბაზაშივე გადაამოწმონ მათთან მოხვედრილი ცხოველი რამდენად არის რეგისტრირებული და თუ რეგისტრირებული არ არის შესაბამისად ვისაც რეგისტრაციის უფლება აქვს, დაარეგისტრიროს და დაჩიპოს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.