მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

ძალიან საინტერესო ფორუმი გაიმართა, ვისაუბრეთ ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოლიტიკაზე - შოთა ბერეკაშვილი

news image

ქვეყნის საინვესტიციო და ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომელიც ეკონომიკური ფორუმის მე-20 დისკუსიას დაესწრო. პანელური დისკუსია ფინანსთა მინისტრმა გახსნა და მასში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე მონაწილეობდა. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის საინვესტიციო და ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. ასევე მიმართული იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები, რომელიც გვქონდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ არსებობს კონკრეტული ეკონომიკური სექტორები, მაგალითად როგორიც არის ტურიზმი, როგორიც არის ენერგეტიკა, როგორიც არის IT ტექნოლოგიები, როგორიც არის ლოგისტიკა და ტრანსპორტი, სადაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის ეკონომიკის განვითარების და ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკა მიმართული იქნება სწორედ ამ სექტორების განვითარებისკენ, რომლებიც შემდეგი 4 წლის განმავლობაში ზრდის მნიშვნელოვანი ძრავი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ დაბი პორტს გრუფის" რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს

01.08.2025.19:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ დაბი პორტს გრუფის" რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზ ალშამსის შეხვდა.

საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორშითანამშრომლობაზე, მათ შორის, "თბილისის მშრალი პორტი"-ს პროექტის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ისეთი პროექტები, როგორიცაა „თბილისის მშრალი პორტი", ხელს უწყობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის მეტად პოზიციონირებას რეგიონული მასშტაბით, აგრეთვე შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „თბილისის მშრალი პორტის" შემდგომი განვითარება. პროექტის უმსხვილესი ინვესტორია „აბუ დაბი პორტს გრუფი". აღინიშნა, რომ პროექტის განვითარება 3 ფაზას მოიცავს 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე დასრულებულია და ფუნქციონირებს პირველი ფაზა, რომელშიც 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა.    

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაყოფიერ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედებამ  - აღნიშნული შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს პრეფერენციული ტარიფით ექსპორტის განხორციელებას საშუალებას აძლევს, რაც ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაზე პოზიტიურად აისახა. ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა და სხვ.

შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა