შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა შევძელით, ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს. ჩვენი მიზანია შევქმნათ მდგრადი და პროგნოზირებადი საინვესტიციო გარემო, რომელიც ეკონომიკურ სტაბილურობაზე, სამართლებრივ გამჭვირვალობასა და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული", - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკის განხილვას დაეთმო.
შოთა ბერეკაშვილის თქმით, სტაბილური და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო ზრდის ბიზნეს შესაძლებლობებს და აჩენს ეკონომიკური დოვლათის დაგროვების წინაპირობებს.
„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება ინოვაციური მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რათა ეკონომიკური სექტორები გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანები. შემდეგი წლების განმავლობაში ეკონომიკის განვითარება ორიენტირებული იქნება სექტორებზე, რომლებიც გამოირჩევიან ექსპორტის პოტენციალით, ქმნიან სამუშაო ადგილებს და აძლიერებენ ქვეყნის საერთაშორისო ინტეგრაციას", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის მიზნებზე.
„ჩვენი მიზანია, 2028 წლისთვის საქართველო გახდეს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი აქვს არა მხოლოდ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, არამედ რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება და ის ინიციატივები გამოყო, რომელზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მუდმივად მუშაობს.
ეკონომიკურ ფორუმს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ბიზნეს სექტორის და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს" და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მიესალმნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.06.2025.19:00
იტალიაში ექსპორტი თითქმის 101%-იან ზრდას უჩვენებს, ხოლო იმპორტი 1%-იან მატებას. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იტალიაში 25,449.67 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,669.98 ათასი დოლარის. ზრდა 100.9%-ის დონეზეა. საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მილებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 31%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იტალიიდან 137,434.94 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 135,835.19 ათასი დოლარი. ზრდა 1,2%-ის დონეზეა.
იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს: