ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გავაორმაგეთ - შოთა ბერეკაშვილი
მნიშვნელოვანი არის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ, - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი. მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის გაორმაგება დაფიქსირდა.
„4 წლის წინ ერთ სულ მოსახლეზე თუ შემოსავალი იყო 4200 დოლარი, ახლა არის 9200 დოლარი. გავაორმაგეთ. უფრო მეტიც. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ, რადგან არსებობს მსოფლიო ბანკის რეიტინგები, რომლის მიხედვითაც მაღალშემოსავლიან ქვეყნად ითვლება ქვეყანა, რომლის შემოსავალიც ერთ სულ მოსახლეზე 13500 დოლარია. ახლოს ვართ. ჩვენ შეგვიძლია, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი შრომით, ჩვენი თავდადებით ქვეყნის მიმართ, სიდინჯით, სტაბილურობით და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით მივიდეთ 2028 წელს სწორედ ამ ნიშნულზე. არსებითად სულ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.15:00
ერთობლივი მუშაობის შედეგად საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ახალი მიმართულებები დავამატეთ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა. ლევან მოსეშვილმა მიმდინარე წლის სანავიგაციო სეზონზე უკვე განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა და თქვა, რომ მოლოდინებია, რომ ქართულ ავიაბაზარს ახალი კომპანიები კიდევ დაემატებიან.
„ერთობლივი მუშაობის შედეგად ახალი მიმართულებები დავამატეთ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან. 4 ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მოლაპარაკებები მიდიოდა ავიაკომპანია Air Serbia-სთან, რომ პირდაპირი ფრენები განხორციელებულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელგრადის მიმართულებით. მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე აქტიურად ჩართული იყო თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia და ერთობლივად ჩვენ შევძელით, ეს მოლაპარაკება შედგა და 15 ივნისიდან კიდევ ერთი ავიაკომპანია დაიწყებს საქართველოს ავიაბაზაზე ოპერირებას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ივნისიდან პირდაპირი ფრენები იწყება ლიონის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის ქომაგებისთვის. იცით, რომ ლიონში ჩვენი ნაკრების ბომბარდირი - გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ასევე გვერდით მდებარეობს სენტ ეტიენის, რომლის კლუბშიც ჩვენი ნაკრების მეორე სასახელო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი მოღვაწეობს წარმატებით. ასე, რომ ქართველ და არამარტო ფეხბურთის გულშემატკივრებს, შეუძლიათ უკვე მოემზადონ და დაჯავშნონ ბილეთები.
მინდა აღვნიშნო ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელმაც პირდაპირი გზით ჩვენი დედაქალაქი იტალიის დედაქალაქთან დააკავშირა. ის ასევე, კვირაში ერთი სიხშირით, დაფრინავს იტალიის საკურორტო ქალაქ ფორლიში.
სიახლეებია აზიური ავიაკომპანიების მიმართულებითაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკურმა ავიაკომპანია Fly Khiva-მ დაიწყო ოპერირება ტაშკენტის მიმართულებით და ყაზახური Air Asta იფრენს ატირაუს მიმართულებით.
გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ ახალი კომპანიები შემოვლენ საქართველოს ავიაბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ის პრობლემები, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი იყო და ავიაკომპანიებისგან შემოდიოდა საჩივრები, რომ ხდებოდა რიგ შემთხვევებში ავიაკომპანიების დაყოვნება აეროპორტებში. ეს ძირითადად იყო ე.წ. „ინატ მგზავრების“ გამო. ესენი არიან ის მგზავრები, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება საზღვრის კვეთის. ამის გამო რეისები ყოვნდებოდა ხოლმე. ჩვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წინა კვირას გვქონდა ერთობლივი შეხვედრა შსს-სთან და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება და მინდა აღვნიშნო პოზიტივი, რომ გასული კვირის განმავლობაში და მიმდინარე კვირაში აღარ დაფიქსირებულა ფრენების შეყოვნება. თვითონ მგზავრებიც კმაყოფილები არიან და ჩვენც ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტივი“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.