შესაძლოა, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე - პრემიერი
შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ კონკრეტული კანონმდებლობის, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება ფასების რეგულატორის ფუნქცია, თუმცა მანამდე გვაქვს იმედი, რომ უშუალოდ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა სხვადასხვა ალტერნატივაზე ფასების შემცირების მიმართულებით.
„შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ვიფიქროთ ჩვენ კონკრეტული კანონმდებლობის შემუშავებაზე, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით. ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და იმაზეც კი გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება ფასების რეგულატორის ფუნქცია. ასეთი რამეც კი შეიძლება გაკეთდეს, როგორც სურსათის, ისე თუნდაც საწვავის და მედიკამენტების შემთხვევაში. სხვადასხვა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს, თუმცა მანამდე გვაქვს იმედი, რომ უშუალოდ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება, რაც, ვფიქრობ, შესაძლებელია“, - აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველომ იანვარ-თებერვალში $17.3 ათასის ღირებულების თაფლის ექსპორტი განახორციელა
03.04.2026.19:00
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 17.3 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა და გაყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის ორ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 0,4 ტონა თაფლი გავიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0,5 ტონა. შესაბამისად მიმდინარე სტატისტიკა 20%-იან კლებას აჩვენებს.
საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის დიდი ნაწილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა.
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული თაფლის სულ ორ ბაზარზე გაიყიდა: