შემოსავლების სამსახური მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შემოსავლების სამსახური მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება
იგი,მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:
მიკრო ბიზნესის მიერ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია
https://www.youtube.com/watch?v=Xov32Fqpk_A&t=2s
მცირე ბიზნესის მიერ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია
https://www.youtube.com/watch?v=dSi7m0jJ1Cs
ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის
https://www.youtube.com/watch?v=lr-BdiYvLcw&t=11s
ხშირად დასმული კითხვები:
ფიზიკური პირებისთვის
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1
იურიდიული პირებისთვის
https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ტარიფის ზრდა არავის სიამოვნებს, თუმცა ჩვენს ენერგეტიკას უფრო მეტი საინვესტიციო თანხები სჭირდება - დავით მირცხულავა
24.03.2026.14:48
ენერგეტიკოს დავით მირცხულავას განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა როგორც ქსელების განახლებას, ისე ახალი სადგურების ინტეგრაციას მოითხოვს, რაც საბოლოოდ ტარიფის ზრდაზე აისახება.
როგორც მან აღნიშნა, ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება გამართლებული იქნება.
"ენერგეტიკის სექტორს უზარმაზარი საინვესტიციო თანხები სჭირდება, რათა მოხდეს მთლიანი სისტემის გადაიარაღება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია დღეს ქსელები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ქვესადგურები, რომელთაც რეაბილიტაცია ესაჭიროება. გარდა ამისა, უამრავი ახალი ხაზია ასაშენებელი. მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის 10 000 მვტ-მდე გვექნება, დღევანდელი სიმძლავრეების ფაქტობრივად, ორჯერ მეტჯერ გაზრდაა დაგეგმილი. შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ასევე, განაცხადა, რომ 2036 წლისთვის თვითკმარი უნდა გავხდეთ და გენერაცია 11 000 მვტ-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ უამრავი ახალი გენერაციის სადგური შენდება. ძირითადად საუბარია განახლებადი ენერგიის წყაროებზე და ყველა ამ სადგურის საქართველოს ენერგეტიკულ ქსელთან მიერთებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. აქედან გამომდინარე, იმდენი სამუშაოა, რომ დარწმუნებული ვარ ტარიფი გაიზრდება.
მესმის, რომ ეს არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ ჩვენს ენერგოსისტემას და ზოგადად, საქართველოს ენერგეტიკას - მის მომავალს და განვითარებას დიდი ინვესტიციები სჭირდება, რაც ბუნებრივია, რომ ასახვას ტარიფში ჰპოვებს.
ბუნებრივია არავის სიამოვნებს ტარიფის გაზრდა, თუმცა რეალობა ისეთია, რომ ჩვენს ენერგეტიკას ცოტა უფრო მეტი საინვესტიციო თანხები სჭირდება. აქედან გამომდინარე ნებისმიერ ასეთი თანხა ასახვას ტარიფში პოულობს", - აცხადებს დავით მირცხულავა.
ცნობისთვის, სემეკმა დროებითი ტარიფი დაადგინა, შედეგად ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდა - აღნიშნული 3 თვე კი, მარტის ბოლოს იწურება.
როგორც 2025 წლის ბოლოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის 3 თვით გადავადება ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს. ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
ცნობისათვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.