მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, რადგან დივერსიფიცირებული საექსპორტო არხები შიდა გენერაციის ზრდისთვის პირობებს ქმნის - შოთა ბერეკაშვილი

news image

ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. 

ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსიის თემა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ იყო.

პანელურ დისკუსიაში გარდა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარისა მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.

„ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, როდესაც ქვეყნები, რომლებიც ხელმისაწვდომ ენერგორესურსებს ფლობენ და ენერგოდამოუკიდებლები არიან, კონკურენტული უპირატესობით სარგებლობენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა როგორც საქართველო, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონი, რომელსაც რეალური შესაძლებლობა აქვს, ჩამოყალიბდეს ხელმისაწვდომი ენერგიის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად და მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი შეიძინოს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ბაზარი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, რადგან დივერსიფიცირებული საექსპორტო არხები შიდა გენერაციის ზრდისთვის ქმნის პირობებს და ენერგეტიკით ვაჭრობის კონკურენტუნარიან შესაძლებლობებს“, - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკის ღირებულებათა ჯაჭვის ცენტრალურ რგოლს.

„მსოფლიო ეტაპობრივად გადადის თანამედროვე ეკონომიკურ მოდელზე, რომელიც აქტიურად ეფუძნება ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. ამ მოდელში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა. McKinsey-ის შეფასებით, 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების სექტორში ინვესტიციები 7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს AI-ის მოთხოვნის ზრდის ფონზე, ხოლო მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება მონაცემთა ცენტრების ნაწილში დღევანდელი 1%–1.5%-დან შესაძლოა თითქმის 8%-მდე გაიზარდოს. ამ მიმართულებით საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა, რომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვე გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში და სწორად კაპიტალიზირდეს არსებულ კონკურენტულ უპირატესობაზე.

დღეს საქართველოში გენერაციასა და მოთხოვნას შორის არსებული სტრუქტურული დისბალანსი, რომელიც ძირითადად სეზონურობითა და ზამთრის პიკურ პერიოდებში მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული, დროებით და მართვად გამოწვევას წარმოადგენს. მიმდინარე მსხვილი პროექტები და მასშტაბური საინვესტიციო პორტფელი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში აღნიშნული დისბალანსი სრულად აღმოიფხვრება. შედეგად, 2034 წლისთვის ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭარბებს 10 000 მეგავატს, რაც უზრუნველყოფს შიდა მოთხოვნის მდგრად დაკმაყოფილებას და შექმნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მყარ საფუძველს.

როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთობლივად უნდა უზრუნველვყოთ კერძო სექტორისთვის კიდევ უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. პარლამენტის ნაწილში მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ვაგრძელებთ ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას და მუდმივად მზად ვართ, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

 „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, რადგან დივერსიფიცირებული საექსპორტო არხები შიდა გენერაციის ზრდისთვის პირობებს ქმნის - შოთა ბერეკაშვილი

16.12.2025.23:56

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა