მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი აქტიურ ფაზაშია - მარიამ ქვრივიშვილი

news image

საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ფასი, დაახლოებით, 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია საშუალოდ 30 ცენტიდან ივაჭრება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში დებატებში მონაწილეობისას ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებზე საუბრისას განმარტა. 

მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც 1300 მეგავატიანი ხაზით საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც აქტიურ ფაზაშია. 1300 მეგავატიანი ხაზი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, მისცემს შესაძლებლობას საქართველოში გენერირებულ ელექტროენერგიას, რომ პირდაპირი წვდომა ჰქონდეს ევროკავშირთან, სადაც იცით, საფასო პოლიტიკა როგორია. საქართველოში გენერირებული ელექტროენერგია დაახლოებით 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში დღეს ივაჭრება ელექტროენერგია ერთ კილოვატსაათი საშუალოდ 30 ევროცენტიდან და მაღლა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ელექტროენერგიის იმპორტი მჭიდროდ არის დაკავშირებული გაზის მოხმარებასთან, რადგან განსაკუთრებით პიკურ პერიოდში ქვეყანა თბოსადგურების მუშაობისთვის დიდ მოცულობას იყენებს. მისი თქმით, იანვარი ნათელი მაგალითია, როდესაც პარალელურად რამდენიმე წყაროდან ხდებოდა იმპორტი, რაც ენერგოდეფიციტის სირთულეს აჩვენებს და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„ჩვენ საკმაოდ დიდი მოცულობის გაზის მოხმარება გვჭირდება, განსაკუთრებით პიკურ პერიოდებში და იდეაში, შეიძლება ითქვას, ასევე რვა თვის განმავლობაში იმისთვის, რომ გაზის მოხმარებით ვამუშაოთ თბოელექტროსადგურები და გამოვიმუშაოთ ქვეყანაში ელექტროენერგია. იანვრის თვე არის კარგი მაგალითი იმიტომ, რომ იანვრში პარალელური სამი წყაროდან - მეოთხე წყაროდანაც ხდებოდა ელექტროენერგიის რეჟიმულად და პარალელურად ჩვენს ქვეყანაში იმპორტი და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორი სირთულის წინაშე დგება ქვეყანა, როდესაც დეფიციტი აქვს და ამხელა დეფიციტი აქვს ელექტროენერგიის სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ერთად ვიზრუნოთ", - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ფასების გამჭვირვალობასა და სამომხმარებლო ტარიფებზე ზემოქმედებას, თუმცაპარალელურად აუცილებელია ახალი დადგმული სიმძლავრეებისა და ქსელის განვითარება.

რაც შეეხება ფასების გამჭვირვალობას და რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული პროექტები, რომლებიც დღეს უკვე აქტუალურია და უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს პროექტები უნდა განვითარდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით სამომხმარებლო ტარიფებზე ნებისმიერი პროექტის გავლენას, თუმცა აქვე, რა თქმა უნდა, ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს ახალი დადგმული სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლას, მაგრამ, მეორე მხრივ, უშუალოდ ქსელის განვითარებას. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქსელის ოპერატორების მიერ იქნება ინვესტირებული 1,5 მილიარდი ლარი, რომელიც პირდაპირ მოემსახურება გადამცემი ხაზების გაძლიერებას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი და სტაბილური ენერგოდისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით"აღნიშნა მინისტრმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - ირაკლი კობახიძე

05.04.2026.05:05

ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება, სწორედ ამიტომ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად დავიწყეთ მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს წინასწარ განსაზღვრული ძალიან მკაფიო ხედვა,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ მოქალაქეებს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდებოდეთ.
 
„სამინისტროში არის სპეციალისტების გუნდი, კონკრეტულად დარგის სპეციალისტების გუნდი, თუმცა ეს არ არის საკმარისი, უფრო ფართოდ არის გასაშლელი, ბუნებრივია, მსჯელობა და ღირებული იქნება გარე ექსპერტული ჩართულობა. ამას მხოლოდ მივესალმებით, ჩვენი სურვილი და ინტერესია, რომ მაქსიმალურად გაფართოვდეს იმ ადამიანების წრე, რომლებიც ამ გეგმის შემუშავებასა და დამუშავებაში იქნებიან ჩართულები. რაც შეეხება დიდ ჰესებსა და ზოგადად ჰესებს, ეს არის პრობლემის მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ ეს უნდა იყოს, ბუნებრივია, საერთო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, თუმცა მხედველობის მიღმა არ უნდა დაგვრჩეს არც გეგმის სხვა კომპონენტები. „ენგურჰესი" არის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და ამაზე აქტიურად არის სამუშაო. რაც შეეხება წარსულში არსებულ ხარვეზებს, ამაზე ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ. ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება და თუ ავიღებთ რამდენიმე წლის მონაცემებს, სექტორის განვითარების მაჩვენებლები არ არის სახარბიელო. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სერიოზულობით მოვეკიდეთ ამ საქმეს და ამიტომ დავიწყეთ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს ძალიან მკაფიო ხედვა, წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ხედვა, რომლის მიხედვითაც, 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა, ეს ეხება როგორც დენს, ისე გაზს და, ასევე, ნავთობის მიმართულებას. 
რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც არის დასახლებებში, ზოგადად ქვეყნის მასშტაბით. ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა მოგვცემს აქ ვითარების არსებითად გაუმჯობესების შესაძლებლობას, რისი საშუალებაც არ იყო წინა წლებში. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია და ტარიფის გადახედვა ჩვენ გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით. ზოგადად, იგეგმება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობაში, ახალი ხაზების მიმართულებით ჯამური ტრასის სიგრძე, გეგმის თანახმად, იქნება 855 კმ. რაც შეეხება ძველის რეაბილიტაციას, აქ დაგეგმილია 605 კმ პროექტების განხორციელება. ყველა მიმართულებით გვინდა, რომ კონკრეტულ გეგმას გავყვეთ. კომპლექსურია გამოწვევები, რომლებიც გვაქვს და რომლებიც დაგროვდა და ამ კომპლექსურ გამოწვევებს სჭირდება კომპლექსური გეგმით დაპირისპირება. გამოვხატავ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ყველასთან ამ გეგმის შემდგომი დამუშავების პროცესში. „შავ ხვრელებს" რაც შეეხება, ყველა მიმართულებით არის დანაკარგები, გაზსადენებში, მილსადენებში, ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და ამიტომ გვინდა, გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რომლებიც ყველა ამ გამოწვევას უპასუხებს,"- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა