მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7217.6
0.0281
flag
AZN 1.5845
-0.0003
flag
CNY 39.498
0.0019
flag
EUR 3.1687
-0.0084
flag
GBP 3.6395
-0.0044
flag
KZT 57.73
0.0023
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6931
-0.0005

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი აჩენს საინვესტიციო ინტერესს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსხვილი პროექტები დადგება დღის წესრიგში - ლევან ვეფხვაძე

news image

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, სიჭარბის შემთხვევაში ელექტროენერგია ევროპაში გაიტანოს, დეფიციტის დროს კი იმპორტით შეავსოს მოთხოვნა და მომხმარებლები რისკებისგან დაიცვას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა. 

ვეფხვაძის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შემთხვევაში უნდა გქონდეს გააზრებული არა მხოლოდ ის, რომ ელექტროენერგიას გაიტან, არამედ ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლებ მის მიღებასაც. ეს არის სწორედ ენერგეტიკული უსაფრთხოების არსი, როცა დაცულია როგორც მომხმარებელი, ისე გენერაციის მხარე.

„პირველ რიგში, უნდა კარგად დავინახოთ ჩვენი ინტერესი, რატომ გვჭირდება ეს. თუ განახლებადი ენერგიის წყაროებს ვავითარებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი გენერაცია ცვალებადია. მზის შემთხვევაში, როდესაც ღრუბელი მოდის, გამომუშავება მცირდება, ხოლო როცა ღრუბელი გადის, მზის გამომუშავება იზრდება. იგივე ეხება ქარსაც. ერთი დღის ჭრილში ეს უფრო საათობრივი ცვალებადობის საკითხია. ჰიდროს ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, თუმცა კვირის ჭრილშიც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ცვალებადობა მდინარის მოდინებაზე დამოკიდებულებით. მაგალითად, წვიმიანი რამდენიმე დღის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ჯამური გამომუშავება მყისიერად იზრდება.

ანუ, როდესაც მოთხოვნა ასე ტურბულენტურად მოძრაობს, ამის ყველაზე სწორი დაზღვევა, ამაზე უკეთესი ფორმულა პრაქტიკულად არ არსებობს, არის გეოგრაფიული დივერსიფიკაცია და კავშირების გაძლიერება მეზობელ ქვეყნებთან.

ევროპასთან ამ ბმის გაჩენა იძლევა შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში დროული გადადინება განხორციელდეს იმ სიჭარბის, რაც შეიძლება შენ გქონდეს, და მეორე მხრივ, საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგია მიიღო იქიდანაც. დღეს ევროპაში ელექტროენერგია ძვირია, ამასვე ვამბობდი თურქეთთან მიმართებაშიც. თურქეთთან დაკავშირებით, როდესაც ამ ხაზს ვგეგმავდით, თავის დროზე ვფიქრობდით საექსპორტო პოტენციალზე. თუმცა ბოლო ორი-სამი თვეა იმდენად დაბალია ფასები თურქეთში, რომ დღეს პირიქით - დეფიციტის დასაფარად ჩვენ შემოგვაქვს ელექტროენერგია თურქეთიდან.

ამიტომ, როდესაც კაბელს აკეთებ, უნდა გქონდეს გააზრებული არა მხოლოდ ის, რომ ელექტროენერგიას გაიტან, არამედ ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლებ მის მიღებასაც. ეს არის სწორედ ენერგეტიკული უსაფრთხოების არსი, როცა დაცულია როგორც მომხმარებელი, ისე გენერაციის მხარე. სიჭარბის შემთხვევაში ხდება გადადინება, ხოლო დეფიციტის დროს შეგიძლია ელექტროენერგიის შესყიდვა, რათა მომხმარებლები არ აღმოჩნდნენ რისკის ქვეშ.

მეორეს მხრივ, ეს პროექტი ევროპისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არ კეთდება ჩვენი „ლამაზი თვალებისთვის“ ან „ლამაზი ბუნებისთვის“, არამედ იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებზე ევროპაში მაღალი მოთხოვნა არსებობს. შესაბამისად, საუბარია კავკასიის რეგიონზე და მის განახლებად ენერგორესურსებთან წვდომაზე. აქამდე ეს პროცესი ძირითადად ბუნებრივ აირზე იყო დაფუძნებული, რომელიც იწვებოდა და შემდეგ მისგან მიღებული ელექტროენერგია მიეწოდებოდა ბაზარს. პრობლემა კი ის არის, რომ ბუნებრივი აირი გარემოსთვის დამაბინძურებელია, უფრო სწორად, კლიმატისთვის ქმნის პრობლემას ნახშირორჟანგის გაფრქვევის გამო.

რაც შეეხება სუფთა ენერგიას, რომელსაც საერთოდ არ ახლავს ნახშირბადის გაფრქვევა, ევროკავშირს აქვს საკმაოდ ამბიციური მიზანი - 2050 წლისთვის გახდეს ერთის მხრივ თვითკმარი და მეორე მხრივ სრულად მწვანე გენერაციაზე გადასული. ამ ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კაბელს აქვს ისტორიული ფუნქცია, რომელიც ორივე მხარისთვის ქმნის ხელსაყრელ გარემოს. ჩვენთვის დამატებით, ეს კაბელი აჩენს საინვესტიციო ინტერესს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსხვილი პროექტები დადგება დღის წესრიგში.

მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით ის გახდება მნიშვნელოვანი პარტნიორობის საფუძველი, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა და კაბელის არსებობა უკვე ქმნის პარტნიორობის ჩარჩოს. შესაბამისად, ეს პოტენციურად უზრუნველყოფს მაღალი კონკურენციის პირობებში მსხვილი ინვესტორების მოზიდვას და პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე - სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი

21.04.2026.11:14

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა.
იერუნ კლიკის განცხადებით, საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, განხილვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალური გაურკვევლობის ფონზე.

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და, რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს.

ამასთან, იერუნ კლიკმა ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება, რაც, მისი თქმით, დამატებით ღირებულებას ქმნის.

მისივე განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა