სემეკში საჯარო სხდომა გაიმართა - რა საკითხები განიხილეს
სემეკში საჯარო სხდომა გაიმართა, რომლის დროს კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს სალიცენზიო საკითხები. ასევე, საკითხები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელებსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადების შესახებ.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს, მომსახურე კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების არსებობის შემთხვევაში მიმართონ სემეკს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.
სხვა სიახლეები
გადახდის ვადები არის ერთი თვიდან 45 დღემდე. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებისთვის, რომლებიც მაქსიმუმ 2 დღეში იყიდება, თანხას კი, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ - ალექსანდრე რატიშვილი
19.02.2026.15:26
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ქსელურ მარკეტებთან არსებულ კომერციულ პირობებზე ისაუბრა.
რატიშვილის განცხადებით, განსაკუთრებულად მტკივნეული მწარმოებლებისთვის გადახდის ვადებია, რომელიც ერთი თვიდან 45 დღემდე პერიოდს შეადგენს.
„გადახდის ვადები ეს არის 1 თვიდან 45 დღემდე. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებზე, ანუ პროდუქტები, რომლებიც იყიდება მაქსიმუმ 2 დღეში, ნარჩენს უპირობოდ ვიბრუნებთ და დარჩენილ თანხას, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ. უზარმაზარი პრობლემაა, პირდაპირი „ქეშის“ წაღებაა კომპანიიდან, რომლის შესავსებადაც, სამუშაო კაპიტალის, ჩვენ მივდივართ ბანკში. მათ კი ჩვენს ხარჯზე უფასო არასაბანკო წყაროდან ყოველგვარი პროცენტისა და დანამატის გარეშე გარანტირებული თანხა აქვთ საბრუნავად“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.