სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება - დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა.
დავით ნარმანიამ ისაუბრა სემეკის მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ მექანიზმებზე მომხმარებელთა უფლებებისა და რეგულირებად სექტორებში კონკურენციის განვითარების კუთხით.
20-22 ნოემბერს, ქ. თბილისში, 5 მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, რომელიც უკვე მესამე წელია 5 მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით იმართება. მან ყურადღება გაამახვილა სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის რეგულირების ეფექტიანობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესზე.
„სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება. მუდმივ მონიტორინგ ვუწევთ კომპანიების საქმიანობას და ვრეაგირებთ თითოეულ გადაცდომაზე. წესები, რომელიც არეგულირებს მომხმარებელთა უფლებებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში, სრულად ასახავს იმ საჭიროებებს, რაც ფუნდამენტურად აუცილებელია მომხმარებლების უფლებების დასაცავად. მარეგულირებელი კომისია დროის პირდაპირ რეჟიმში უყურებს მომხმარებლებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ ურთიერთობებს. ვხედავთ სად არის მიღწევები და სად - გამოწვევები.
2017 წლიდან დღემდე სემეკის გადაწყვეტილებების საფუძველზე, კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხა 16 მილიონ ლარს აღემატება. სისტემატურად ვმუშაობთ მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული, გამარტივებული სერვისების შეთავაზებაზე. მათ შორის აღსანიშნავია, იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური მომსახურებები, ასევე, USSD კოდი *303#. ახლახანს, დავნერგეთ სრულად ახალი რეგულაცია, რომელიც მრავალბინიან შენობებში გათბობის ცენტრალური სისტემების და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთანავე, ვმუშაობთ, რომ უახლოეს ხანებში სატესტო რეჟიმში ამოქმედდეს ხელოვნური ინტელექტი კომუნალური კომპანიების ქოლ-ცენტრებში, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ლოდინის ხანგრძლივობას და მოქალაქეს შეეძლება უმოკლეს დროში მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია მომარაგების წყვეტების შესახებ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG-COMP), ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის (DG-JUSTICE), კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის (CEPR) და გერმანიის მომხმარებელთა ორგანიზაციების ფედერაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
დღის ტოპ 10 სიახლე
ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი შემოსავლების წყარო - რუსთავის მერი
სხვა სიახლეები
ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი შემოსავლების წყარო - რუსთავის მერი
10.03.2026.13:40
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორ ურბანულ დაგეგმარებას უკავშირდება, რადგან ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომები ქალაქს წლების განმავლობაში ეტყობა. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინვესტიციები სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, რომ ქალაქის ურბანული განვითარება სწორად და გრძელვადიანი ხედვით განხორციელდეს.
„შეცდომებზეც ვსწავლობთ იმ ადამიანებისგან, ვისაც უკვე ჩვენზე ბევრად მეტი აქვს. ჩვენ რამდენიმე სპეციალისტიც გვყავდა მრჩევლად, რომ სწორი მიმართულებები აგვეღო. სულ ვამბობ - ვინც საქმეს აკეთებს სადღაც შეიძლება შეცდომაც დაუშვა. შეცდომა დაუშვა სოციალური მიმართულებით და გამოასწორო ინფრასტრუქტურით, თუმცა ურბანულ განვითარებაში დაშვებული შეცდომები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქალაქს ეტყობა და აქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ახალი ინვესტიციები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იგივე ახალი სამუშაო ადგილების კუთხით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის ურბანული განვითარება უნდა მოხდეს სწორედ“, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.
რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქის განვითარების მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნა რჩება. მისი თქმით, 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციების 68% სამშენებლო სექტორზე მოდიოდა, ხოლო ახალი მსხვილი პროექტები, მათ შორის „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია, ქალაქში ბიზნესის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის და რუსთავს ინდუსტრიულის გარდა ეკონომიკურად უფრო მრავალფეროვან ცენტრადაც აქცევს.
„ისევ და ისევ სამუშაო ადგილები იქნება პრიორიტეტი ჩვენთვის. ბოლო პერიოდში, 2025 წლის მთლიანი საინვესტიციო ნაწილიდან 68% სამშენებლო მიმართულებით მოდიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი დიდია და „იგლ ჰილსი“ კიდევ გაზრდის ამ ინტერესს ქალაქთან მიმართებაში. სამუშაო ადგილები და ის მასშტაბური პროექტები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით დღეს ქალაქში ვიწყებთ... ბევრიც გაკეთებული გვაქვს, თუმცა ამ ტიპის მასშტაბი არ გვქონია, რაც ძალიან მახარებს და ახალ ეკონომიკურ სიძლიერეს მისცემს ჩვენს ქალაქს და არ იქნება მხოლოდ ინდუსტრიულ ჭრილში საინტერესო, სადაც ძალიან დიდი საწარმოები გვაქვს, მათ შორის არის მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა. ამას თავისი სირთულეებიც აქვს ეკოლოგიის ჭრილში, თუმცა რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენს ქალაქზე, გავლენას ახდენს პოზიტიური ჭრილით და დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც სწორი ბალანსი, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობით, საინვესტიციო გარემოს შექმნით, აისახება ჩვენი ქალაქის შემოსულობებზე, საკუთარი შემოსავლის ზრდაზე, რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ძლიერი წყარო საკუთარი შემოსავლების, რაც შემდგომში მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა ის პროექტი დავგეგმოთ, რაზეც შეიძლება გულიც გვწყდება ხოლმე და ვთქვათ ფინანსები არ გვყოფნის. სწორი სტრატეგიით ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თანადგომით ძალიან მნიშვნელოვან გზას გადის ქალაქი განვითარების ამ ეტაპზე“, - აცხადებს რუსთავის მერი.