მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

სემეკის ხელმძღვანელმა პირებმა ენერგეტიკული გაერთიანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკული გაერთიანების  (Energy Community) 20 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც საბერძნეთში, ქ. ათენში გაიმართა.

ღონისძიებაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისა და ევროპის ენერგეტიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო  ხელშეკრულებების შესაბამისად 2005 წელს ქ. ათენში, დაარსდა. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და ხელშემკვრელი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. 2016 წელს ხელი მოეწერა ენერგეტიკულ  გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს, რომლის საფუძველზეც 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ავიაბაზარზე Etihad Airways-ის შემოსვლა ნიშნავს ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს - ლევან მოსეშვილი

18.07.2025.13:17

საქართველოს ავიაბაზარზე Etihad Airways-ის შემოსვლა ნიშნავს ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. მისივე განმარტებით, ყურის ქვეყნები საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად მზარდია.

„Etihad Airways არის სრული სერვისის მქონე მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის. ავიაკომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოებით. მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს. ავიაკომპანია 2026 წლის მარტიდან ყოველდღიურად შეასრულებს ფრენებს თბილისსა და აბუდაბის შორის. რაც კიდევ უფრო დადებითად აისახება საქართველოში ყურის ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებზე, რომლებიც მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია Etihad Airways საქართველოს ავიაბაზარს 2026 წლის მარტიდან შემოუერთდება.  აბუ დაბი-თბილისი-აბუ დაბის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. https://digital.etihad.com/book/cart-new/upsell/0/upsell

ცნობისათვის, 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ყურის ქეყნებიდან საქართველოს 500 ათასამდე მგზავრი ეწვია. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 %-იანი მატებაა.
Skytrax-ის მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლაგმანი Etihad Airways 2025 წლის რეიტინგში მსოფლიოს Top 20 საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის მოხვდა, Travel + Leisure-ის მიხედვით კი მე-9 ადგილზე. სხვადასხვა გამოკითხვებით ავიაკომპანია უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში მეხუთე ავიაკომპანიად დასახელდა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა