სებ-ის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაში აშშ-ის, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საერთაშორისო ინვესტორებთან კომუნიკაციის გაღრმავებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას.
ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, სტაბილური და მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, აგრეთვე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს.
დისკუსიისას აღინიშნა, რომ გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, რაც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო შესაძლებლობებზე სხვადასხვა სექტორში, მათ შორის უძრავი ქონების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT), ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, აგრეთვე საფინანსო სექტორის მიმართულებით, რომლის მიმართაც ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია.
ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრისას ინვესტორებმა საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესს გაუსვეს ხაზი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
სხვა სიახლეები
ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე - ნათია თურნავა
16.04.2026.19:46
„ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ინვესტორებისთვის მიმზიდველია საქართველოს სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.
,,მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ხდება, საქართველო წლების განმავლობაში ავლენს ეკონომიკურ მდგრადობას. ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილური და მზარდია, ეკონომიკა ძლიერი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. სწორედ ეს არის ის, რაც ინვესტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რადგან მათი ინვესტიცია იყოს უკუგებადი და დაცული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას განმარტებით, დღევანდელი გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების პირობებში საქართველო მაკროეკონომიკურ ბალანსს გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის დამსახურებით ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს.
სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესია საფინანსო სექტორის მიმართ, რაც საქართველოს საბანკო სისტემის სიმტკიცესა და განვითარების პოტენციალზე მიუთითებს.
„ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმებს, რათა მოვიზიდოთ ახალი ინვესტორები და გავაღრმავოთ ურთიერთობები უკვე არსებულ პარტნიორებთან", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.