მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

სებ-ის პრეზიდენტი დოკუმენტური ფილმის "ბანკირის დღიურის" პრეზენტაციას დაესწრო

news image

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმის - „ბანკირის დღიურები“ პრემიერა გაიმართა. ფილმი საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.

იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი იყო. მისი წვლილი განსაკუთრებულია ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებასა და სხვა , არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი, მისი თაოსნობით, განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი მოიძიეს. ის ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა.

ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის საუკუნოვანი ისტორიით დაინტერესებისთვის და ისაუბრა იასონ ლორთქიფანიძის განსაკუთრებულ წვლილზე, რაც მას საქართველოს საფინანსო სექტორის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მიუძღვის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ თაობებს გავაცნოთ და შემოვუნახოთ ისეთი გმირების ისტორიები, როგორიც იასონ ლორთქიფანიძე იყო. ჩვენი მხრივ, მუდმივად ვიზრუნებთ, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ისტორია და დავრჩეთ იმ ღირებულებების და ფასეულობების ერთგული, რამაც სებ-ის საუკუნოვანი ისტორიის შექმნა განაპირობა.

აღსანიშნავია იასონ ლორთქიფანიძის ეპისტოლური დანატოვარიც, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა საბანკო და ეკონომიკური საკითხების შესახებ და რომელიც საფუძვლად დაედო დღევანდელ ფილმს. გეტყვით ასევე, რომ დოკუმენტურ ფილში იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი შრიფტია გამოყენებული,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, სიმბოლურია ისეთი დოკუმენტური ფილმის შექმნა, რომელიც ეძღვნება ორ მნიშვნელოვან თარიღს, ეროვნული ვალუტის 30-ე წლისთავს და პირველი მაუწყებლობის დაწყების 100 წლის იუბილეს.

„ეროვნული ვალუტის, ლარის დაბადების 30 წლისთავი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ასევე, წელს სრულდება პირველი მაუწყებლობის დაბადებიდან 100 წლის იუბილე. ეს თარიღები ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. ამიტომ ძალიან სიმბოლურია, რომ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება და საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას და მემკვიდრეობას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუმზადა სიურპრიზი - გამოშვებული იქნება მონეტა სპეციალურად საზოგადოებრივი მაუწყებლის სიმბოლიკით. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი საუკეთესოდ შეაფასებს ამ ფილმს“, - აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ ფილმით პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდია აგრძელებს ეროვნული მეხსიერების შექმნას, რაც ქვეყანას წაადგება.

აღსანიშნავია, რომ ორი თარიღი, ლარის 30 წლისთავი და საზოგადოებრივი მაუწყებლის 100 წლის იუბილე ემთხვევა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინტელექტუალური, კულტურული პროექტები გაგრძელდება, მრავლად იქნება და წაადგება ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

„დღეს შედგა პრემიერა დოკუმენტური ფილმისა იასონ ლორთქიფანიძეზე. ეს არის ქართული ეროვნული ბანკის პირველი მმართველი და პირველი ხელმძღვანელი. ამ ფილმით პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდია აგრძელებს ეროვნული მეხსიერების შექმნას. პროდუქცია, რაც ამ სტუდიაში იქმნება, არ არის კომერციული პროექტი, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ემატება ფასი და მნიშვნელობა. ეს პროდუქცია ეხება იმ ძალიან მნიშვნელოვანს, რაც არის დაკავშირებული ეროვნულ იდენტობასთან.

საქართველოს პირველი არხის მედიის დირექტორის, რუსუდან მანჯგალაძის თქმით, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ შეიქმნა პორტრეტული ფილმი, საიდანაც მაყურებელი ამ ადამიანის შესახებ ბევრ საინტერესოს შეიტყობს.

„დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სამზადისი ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო დოკუმენტური ფილმი იასონ ლორთქიფანიძეზე. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით იმ ადამიანის შესახებ, რომელიც გახლდათ სწორედ ეროვნული ბანკის პირველი მმართველი, რომლის დროსაც დამკვიდრდა პირველი ეროვნული ვალუტა და რომელსაც უკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის მოძიების და შემდეგ მისი ჩამოსვენების ორგანიზება. მას უდიდესი წვლილი აქვს ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებაშიც. გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ასეთი პორტრეტული ფილმი შეგვექმნა მასზე. ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს ფილმი მოეწონება და ბევრ ახალ საინტერესოს შეიტყობს“, - განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა არაერთი ინიციატივა განახორციელა იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად, მათ შორის: წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაეცა იასონ ლორთქიფანიძის უნიკალური საოჯახო არქივი, რომელიც ახლა ყვარლის ფულის მუზეუმში ინახება და საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომია.

გასულ წელს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა. თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის მემორიალური დაფა გაიხსნა.


დოკუმენტური ფილმის „ბანკირის დღიურები“ პრემიერას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებული შენობის კინოდარბაზში „ილუზიონი“ გაიმართა, თბილისის საკრებულოს წევრები იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, ასევე იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლები ესწრებოდნენ.

დოკუმენტური ფილმის სატელევიზიო პრემიერა პირველი არხის ეთერში შაბათს, 20 სექტემბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თბილისის უბნებს შორის ყველაზე მეტი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა - TBC Capital

19.09.2025.19:00

2025 წლის აგვისტოში, თბილისის უბნებს შორის ყველაზე მეტი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა, ხოლო კრწანისში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, თბილისის უმრავლეს უბანში წელი წელთან შედარებით შემცირდა გაყიდული ბინების რაოდენობა, რის მიზეზადაც თიბისი კაპიტალი დასვენების დღეების რაოდენობას ასახელებს. 

მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი, თბილისის უბნებს შორის, კვლავ ვაკესა და მთაწმინდაში დაფიქსირდა, რომელიც კვადრატულ მეტრზე $2,000-ს აღემატება. რაც შეეხება ყველაზე დაბალი ფასის მქონე უბნებს, საშუალო მაჩვენებელი კვადრატულ მეტრზე $1,100-ის გარშემო მერყეობდა.

2025 წლის აგვისტოში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,823 შეადგინა, რაც წელი წელთან შედარებით 10%-იან შემცირებას აფიქსირებს (-22% თ/თ). თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, ეს ძირითადად დასვენების დღეებმა განაპირობა და არა უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის შესუსტებამ. წელს აგვისტოში ორი სამუშაო დღით ნაკლები იყო ვიდრე წინა წელს, რაც ოფიციალურ რეგისტრაციებზე მოქმედებს.

იმავე პერიოდში, გასაყიდი ფასი, $1,283-ს გაუტოლდა და წლიურად 4%-ით გაიზარდა (+0.4% ๓/๓). 

რაც შეეხება ბაზრის მოცულობას მაჩვენებელმა 2025 წლის აგვისტოს თვეში $232 მილიონს მიაღწია, წლიურად კი 7%-ით ດຶງ (-24% ๓/๓).

 

   

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა