მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ცენტრალური სცენარით ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 6.7 %-მდე გაიზარდა

news image

ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ცენტრალურ სცენარში, წინა სცენართან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი, მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის, 5 პროცენტის, ფარგლებში დასტაბილურება.“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8 პროცენტზე ნარჩუნდება

 

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გლობალურად არსებულ ეკონომიკურ გაურკვევლობას უკავშირებს, რომელმაც ინფლაციაზე როგორც ზრდის, ისე კლების  მიმართულებით მოქმედი რისკები გამოკვეთა. გლობალურად ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნები  საქართველოში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის რისკებს წარმოშობს. ამასთან, დოლარის გლობალური ინდექსის (DXY) შესუსტება ლარის დოლართან მიმართებით პოზიციების გაუმჯობესებას იწვევს, ეს კი დოლარში დენომინირებული სესხების მომსახურების ტვირთს ამცირებს და ინფლაციურ წნეხს ამსუბუქებს. პარალელურად, გლობალური მოთხოვნის შემცირებისა და ნავთობის მიწოდების ზრდის მოლოდინების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები კლებულობს. აღნიშნულს, ლარის დოლართან მყარი პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად, დისინფლაციური ეფექტი აქვს.

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადგილობრივი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ფასების სტაბილურობის ხელშემწყობია. ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად კი კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა.

 

 

სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის, ადგილობრივი ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.

 

 

მაღალინფლაციური რისკების სცენარი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს და საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროს მომატებულ გაურკვევლობას, სატარიფო პოლიტიკისა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის დაჩქარებას უკავშირდება. აღნიშნული რისკების რეალიზაცია, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვებს შეაფერხებს და გლობალურად მაღალინფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რაც საქართველოზეც შესაბამისად აისახება.

 

  

რაც შეეხება დაბალინფლაციური რისკების სცენარს, ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარიმისი რეალიზების შემთხვევაში გლობალურად გაზრდილმა გაურკვევლობამ და სატარიფო პოლიტიკამ, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესი დააჩქაროს, რის შედეგადაც მოსალოდნელია მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა და რეგიონალიზაცია. ამ პროცესში კი საქართველოს, როგორცშუა დერეფნისქვეყნის, როლი დამატებით გაძლიერდება. ამასთან, აღნიშნული სცენარით აშშ დოლარი კვლავ გლობალურად შესუსტებული დარჩება და ამ ტენდენციების ფონზე გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი, იმპორტული ინფლაციის არხით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

 

 

როგორც სებ-ში აცხადებენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება რისკების ანალიზსა და მასზე დაფუძნებით განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებზე.

 

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 18 ივნისს ჩატარდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შოთა ბერეკაშვილი ეკონომიკაზე

08.05.2025.09:00

ჩვენი მიზანია, რომ 2025 წელი ორნიშნა რიცხვთან ახლოს, ან ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხუროთ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის დინამიური ზრდა გაგრძელდება,

„პირველი კვარტლის მონაცემები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. საერთო ჯამში პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9,3%-ით გაიზარდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, სსფ, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მათი საშუალო მოლოდინები 6%-ს შეადგენს. თუმცა პირველ კვარტალში ჩვენ ამ მოლოდინებს გადავაჭარბეთ და უკეთესი შედეგი დავდეთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდება, შიდა ეკონომიკური სტრუქტურა ძალიან ჯანსაღია. არსებობს უფრო მეტი რეზერვები იმისთვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს, როგორც ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე საკრედიტო რესურსის თვალსაზრისით. და ის ფაქტი, რომ სებ-მა 8%-ზე დატოვა საპროცენტო განაკვეთი მიუთითებს, რომ ის დინამიური ზრდა ეკონომიკის გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ჩვენი მიზანი არის, რომ 2025 წელი ორნიშნა რიცხვთან ახლოს ან ორნიშნა რიცხვით დავხუროთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წლის პროგნოზს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა.

„საქართველოში, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება. თუმცა ამასთან, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეს კი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.

გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის, ადგილობრივი ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით შემუშავებული სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ცენტრალურ სცენარში, წინა სცენართან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი, მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის, 5 პროცენტის, ფარგლებში დასტაბილურება.

მზარდი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, იმსჯელა მაღალინფლაციური რისკების სცენარზეც, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მაღალინფლაციური სცენარი ძირითადად ითვალისწინებს საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროს მომატებულ გაურკვევლობას, რომელიც სატარიფო პოლიტიკისა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის დაჩქარებას უკავშირდება. აღნიშნული რისკების რეალიზაცია, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვებს შეაფერხებს და გლობალურად მაღალინფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რაც საქართველოზეც შესაბამისად აისახება.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. გლობალურად გაზრდილმა გაურკვევლობამ და სატარიფო პოლიტიკამ, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესი დააჩქაროს, რის შედეგადაც მოსალოდნელია მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა და რეგიონალიზაცია. ამ პროცესში კი საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ქვეყნის, როლი დამატებით გაძლიერდება. ამასთან, აღნიშნული სცენარით აშშ დოლარი კვლავ გლობალურად შესუსტებული დარჩება და ამ ტენდენციების ფონზე გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი, იმპორტული ინფლაციის არხით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა