მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

სებ-ის განახლებული შეთავაზება 10x1000 Tech for Inclusion-ის პროგრამებში ჩართვის თაობაზე

news image

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კვლავ აძლევს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა  10x1000 Tech for Inclusion-ის მიერ შემოთავაზებულ მრავალფეროვან პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას, რომლის მსგავსი პროექტი განხორციელდა გასულ წელს.

Alipay-სა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საგანმანათლებლო პლატფორმის -10x1000 Tech for Inclusion მხარდაჭერით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის ნებისმიერ პროგრამაში (AI Miniseries, Digital Responsible Finance Miniseries, Fintech Expert Program Flex, Green Fintech Miniseries, Digital Financial Services Miniseries), რომლის მიზანი ფინტექ სფეროს განვითარებაა. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიურ სიახლეებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და დიჯიტალიზაციის საკითხებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე, რასაც ადასტურებს, ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიზნით გადადგმული არაერთი წარმატებული ნაბიჯი - Fintech In Georgia.

ამასთან, ფინანსურ ტექნოლოგიებში ცნობიერების ამაღლების მიზნით სებ მუდმივად მართავს საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობით. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი სებ-სა და 10x1000 Tech for Inclusion პლატფორმას შორის, რათა გაიზარდოს ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამებში ფინტექის მიმართულებით.

10x1000 Tech for Inclusion პლატფორმის შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე.


პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში კი, მოგვწერეთ: innovationoffice@nbg.gov.ge

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა გაძვირდა და რა გაიაფდა - სექტემბრის სტატისტიკა

03.10.2025.11:22

 

წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი  გაიაფდა. 

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში  2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.

გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ატამი - 184,54%
  • ლიმონი - 181,91%
  • ქლიავი - 179,06%
  • მსხალი - 161,12%
  • მწვანე ლობიო - 155,16%

5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • პომიდორი - 16,99%
  • ბრინჯი - 10,42%
  • ქიშმიში - 8,01%
  • ხახვი - 7,65%
  • სიმინდის ფქვილი - 4,66%

2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა