მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.5
-0.0005
flag
AZN 1.5728
-0.0002
flag
CNY 38.926
0.0056
flag
EUR 3.1505
-0.0016
flag
GBP 3.6136
0.0042
flag
KZT 53.21
-0.0047
flag
TRY 0.0609
-0.0001
flag
USD 2.674
-0.0002

სებ-ი - პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა  და  ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.

ინდექსის გამოქვეყნება ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი გამჭვირვალობით შეაფასონ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემოსავლიანობა, რისკები და დინამიკა. 

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნებით პირველად ისტორიაში:

·       საინვესტიციო და საპენსიო ფონდებს შეუძლიათ გამოიყენონ საერთაშორისოდ აღიარებული ეტალონი (Benchmark) ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაფასებლად

·       შესაძლებელი ხდება საბირჟო საინვესტიციო ფონდების (ETF) და სხვა ტიპის  საინვესტიციო ფონდების სტრუქტურირება გამჭირვალე ინდექსებზე დაყრდნობით

·       საინვესტიციო აქტივების მმართველებს საშუალება ეძლევათ, ობიექტურად გაზომონ დაგამოაქვეყნონ თავიანთი პორტფელების შემოსავლიანობები გამჭვირვალე ბენჩმარკის მიმართ.

·       ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები უფრო მკაფიოდ შეაფასებენ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირების რისკების პარამეტრებს და ამონაგების დინამიკას.

·       საზოგადოება მიიღებს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრის ამონაგებზე გამჭვირვალე წვდომას.

ინდექსები  Intercontinental Exchange (ICE)-ის მიერ გამოქვეყნდა, რომელიც ფინანსური ბაზრის მონაცემებისა და ინდექსების ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მიმწოდებელია. აგრეთვე  ICE-ის ჯგუფში შედის მრავალი ცნობილი საფონდო ბირჟა, მათ შორის, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ჯგუფი (NYSE Group)  და სხვა საერთაშორისო ბირჟები.

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი ამოქმედდა - „All Maturity" ინდექსი მოიცავს 10 წლამდე ვადიანობის მქონე საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სრულ სპექტრს, ხოლო „ICE Georgia Government Index" კი 1 წლიდან 10 წლამდე ვადიანობით ყველა ობლიგაციას.

ძირითად ორ ინდექსთან ერთად აგრეთვე გამოქვეყნდა ვადიანობის მიხედვით დაჯგუფებული ინდექსები (0-1 წლამდე, 1-3 წლამდე, 3-5 წლამდე,  5-7 წლამდე და 7-10 წლამდე), რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ შემოსავლიანობის მრუდის კონკრეტულ სეგმენტებსადურაციის მაჩვენებლებს და ინვესტირება შესაბამისად განახორციელონ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით,  საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზაზე. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სებ-მა ინტენსიური მუშაობა გაწია ინდექსის პროვაიდერ საერთაშორისო პლატფორმებთან.

ამ ინდექსების დანერგვა საქართველოს ფინანსური სისტემის სტრუქტურულ წინსვლას ნიშნავს და მნიშვნელოვნად ზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. ეს ამარტივებს პორტფელის ფორმირებას და აახლოებს საქართველოს ობლიგაციების ბაზრის ინფრასტრუქტურს საუკეთესო გლობალურ პრაქტიკასთან. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბენჩმარკების დანერგვა ხელს შეუწყობს მეორადი ბაზრის განვითარებას, გააძლიერებს ინვესტორთა ნდობას და გააუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის ეფექტურობას. საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც ერთგული რჩება თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო დონეზე ინტეგრირებული კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნისადმი", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს

26.02.2026.14:08

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა. შეხვედრა საქართველო - თურქეთი - აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მე-7-ედ ჩატარდა და მასში 400-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ვაჭრობის სფეროში. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წელს თურქეთი პირველი იყო როგორც უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები, მათ შორის, თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში - 2025 წელს საჰაერო გზით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ასევე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო ჩართულობით საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქები საჰაერო გზით დაუკავშირდა ერთმანეთს. მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასთან", რომელმაც 2027 - 2031 წლებში დედაქალაქის არსებული საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ხელი უნდა შეუწყოს მგზავრთნაკადის 10 მლნ მგზავრამდე გაზრდას.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს მსხვილ სატრანსპორტო - ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთების მოზიდვას. ხაზი გაესვა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტსაც, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად ამოქმედდება და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში დაკავშირებადობის გამყარების კუთხით.

მინისტრები ასევე შეეხნენ თანამშრომლობას სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის კუთხით.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში - 2025 წლის მონაცემებით თურქეთი მეორეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა