მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

სებ-ი მომხმარებლებს თაღლითური ოპერაციების რისკის შესახებ აფრთხილებს

news image

სებ-ი მომხმარებლებს აფრთხილებს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პერიოდულად სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ.

ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს.

გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა.

დამატებით მოგიწოდებთ, დაიცვათ შემდეგი წესები:

შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება.

გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი - ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ.

შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი). ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს.

დააკვირდით, რომ ტექსტი შინაარსობრივად იყოს გამართული და არ შეიცავდეს ორთოგრაფიულ შეცდომებს.

უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს.
გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი - www.WHO.is, მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია.

გადახდის სანდო წყარო - ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 032 2 406 406“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ლუდის ექსპორტი 26%-ითაა გაზრდილი

18.08.2025.19:00

საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.

საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს: 

  • ყაზახეთი - 1 014 900 ლიტრი;
  • რუსეთი - 444 182 ლიტრი;
  • სომხეთი - 443 407 ლიტრი;
  • ისრაელი - 253 345 ლიტრი;
  • აზერბაიჯანი - 173 552 ლიტრი;

ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა