მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

სებ-ი არასაბანკო ინსტიტუტებს ღია ბანკინგში ჩასართავად იწვევს

news image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგში ჩართვის წესი  დაამტკიცა. წესის მთავარი მიზანი ერთი მხრივ, სუბიექტების ღია ბანკინგში ჩართვის პროცესის მოწესრიგება, ხოლო მეორე მხრივ, ჩართული სუბიექტების მომსახურების გამართულობის, სანდოობისა და დაცულობის უზრუნველყოფაა.  

ახალი წესის მიხედვით, არასაბანკო ინსტიტუტებს, დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობა  ეძლევათ  ღია ბანკინგში ჩაერთონ როგორც ანგარიშზე ინფორმაციის წვდომის, ისე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად. ღია ბანკინგში ჩართვა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებად ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესიც დაამტკიცა, რომლითაც ახალი ტიპის საქმიანობის, ანგარიშზე ინფორმაციის წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის საშუალებას ნებისმიერ პირს, მათ შორის სებ-ის აქამდე არარეგულირებად სუბიექტებს მიეცათ“, - განმარტავენ სებ-ში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ღია ბანკინგში ჩართვის პროცესში დახმარება გაუწიოს ნებისმიერ სუბიექტს, ასევე, უპასუხოს დაინტერესებულ მხარეთა შეკითხვებს ინოვაციების ოფისის ელექტრონულ მისამართზე -   innovationoffice@nbg.gov.ge.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის - საქსტატი

30.07.2025.19:00

2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი. 

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები). 


ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა