მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077
0.0028
flag
AZN 1.5861
-0.0002
flag
CNY 38.671
0.0052
flag
EUR 3.1503
0.0098
flag
GBP 3.6306
0.0151
flag
KZT 52.86
0.0003
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6967
-0.0004

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

news image

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის ტერმინალში მდგომ ტანკერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რითაც სააგენტო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ყულევის ტერმინალში მდგომ ტანკერს “NOSTOS” სრულად უსაფუძვლოდ აკავშირებს საერთაშორისო სანქციების შესაძლო გვერდის ავლასთან.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული გემის რეგისტრირებული მფლობელი და კომერციული ოპერატორი წარმოადგენენ საერთაშორისო რეესტრებში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (საბერძნეთი), გემი დაფარულია საერთაშორისო სადაზღვევო მექანიზმებით, მათ შორის ბერმუდის, ნორვეგიული ფილიალის P&I დაზღვევით, გააჩნია მოქმედი Hull & Machinery დაზღვევა (ბერძნული) და იმყოფება ავტორიტეტული ფრანგული საკლასიფიკაციო საზოგადოების Bureau Veritas ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ. 2025 წლის განმავლობაში გადაადგილდება: საბერძნეთის, მაროკოს, მალტის (OPL), საუდის არაბეთის, თურქეთისა და რუსეთის ნავსადგურებში.

ამასთანავე, არცერთ მოქმედ სანქციურ სიაში აღნიშნული გემი, მისი მფლობელი ან ოპერატორი არ იდენტიფიცირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა ხორციელდება მკაცრი კონტროლის პირობებში, საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით. გემების შემოსვლა წინასწარ თანხმდება შესაბამის სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან და ეფუძნება მრავალსაფეხურიან რისკზე დაფუძნებულ შეფასებას, რომლის მიზანია სანქცირებული ან მაღალი რისკის მქონე გემების იდენტიფიცირება და მათი შემოსვლის თავიდან აცილება.

სააგენტო თანმიმდევრულად იცავს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროებისა და გარემოს დაცვის სტანდარტებს და სრულად ითვალისწინებს მოქმედ სანქციურ რეჟიმებს. საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება და ვერ იქნება გამოყენებული, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ, საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების მიზნით.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ პროფესიული პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც აზიანებს საზოგადოებრივ ნდობასა და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

12.01.2026.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1503 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6967 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6967 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა  2.6971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1503 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
 კურსი 3.1405  ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0098 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა