სავალუტო ფონდის განცხადებაში აღწერილია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის მდგრადი - მომდევნო წლებშიც საქართველო შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას | ლაშა ხუციშვილი
სახელმწიფო ვალის მაჩვენებლის მიმართულებით მიმდინარე წელს დავამთავრებთ 34% -იანი ნიშნულით მთლიან შიდა პროდუქტთან, რაც ითვლება უსაფრთხო ნიშნულად, თუ გავითვალისწინებთ იგივე ზომის ქვეყნის ეკონომიკებს, სადაც ვალის მაჩვენებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროკავშირის და რეგიონის ქვეყნებში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.
„გავრცელდა შესაბამისი განცხადება, სადაც აღწერილია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის მდგრადი. მომდევნო წლებშიც საქართველო შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ შეინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“, - აღნიშნა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც და განმარტა, რომ წელსაც ტრადიციულად საქართველოში ინფრასტრუქტურის ხარჯები არის საკმაოდ მაღალი.
„წელსაც ტრადიციულად საქართველოში ინფრასტრუქტურის ხარჯები არის საკმაოდ მაღალი, რომელიც მერყეობს შვიდ-ნახევრიდან რვა პროცენტამდე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ეს ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად. მთავარი პრიორიტეტები იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს როგორც შიდასახელმწიფოებრივ გზებს, ასევე საერთაშორისო მაგისტრალებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
29.12.2025.02:28
მომავალი წლის პირველ ნახევარში ფაქტობრივად მივიღებთ, ინსტიტუციურად, შინაარსობრივად და სისტემურად ახალ სამინისტროს, რომელიც იქნება ბევრად უფრო ეფექტური, რაც უზრუნველყოფს, რომ პროგრამები იყოს საჭიროებებზე მორგებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
2025 წლის შეჯამებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში უწყება რეგიონებში ხვდებოდა ფერმერებს, ადგილზე ეცნობოდა მათ საჭიროებებს და რეფორმების განხორციელება შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ხდებოდა.
“სახელმწიფო კომპანია ახორციელებს უპრეცედენტო პროექტს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის ილტოს წყალსაცავთან დაკავშირებული პროექტი. ამ მიმართულებით ჩვენ დავასრულეთ წინასწარი მოკვლევის სამუშაოები, რომელიც ადასტურებს, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ფაქტობრივად უკვე გადასულები ვართ პროექტირების ფაზაში”, - განაცხადა სონღულაშვილმა.
მინისტრი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ნარჩენების მართვას ასახელებს.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც გვაქვს ეს არის ნარჩენების მართვა და ამ მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება. წელს დავიწყეთ პლასტიკის წინააღმდეგ რეფორმა, გვაქვს აქტიური ღონისძიებები დაგეგმილი”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.