მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

სავალუტო ფონდის დასკვნაშიც არის აღნიშნული, რომ უნდა გავაგრძელოთ და შევინარჩუნოთ კარგად მართული ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება, რაც ჩვენი პრიორიტეტია - ნათია თურნავა

news image

სავალუტო ფონდის დასკვნაშიც არის აღნიშნული, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და შევინარჩუნოთ კარგად მართული ინფლაციური მოლოდინები და ეს მართლაც არის ჩვენი მთავარი პრიორიტე

 

სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის, რომ წელს საშუალო ინფლაცია 3,4% -ის დონეზე დარჩება, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოში სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი მონაწილეობდნენ.

 

მისივე განმარტებით, 2026 წელს ინფლაცია  დაუბრუნდება თავის მიზნობრივ დონეს.

 

„ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია მოგეხსენებათ არის ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ასევე ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხელშეწყობა და ამ კუთხით საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, აღნიშნული არის გარკვეული რისკები და გამოწვევები, რაზეც ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ მუშაობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

რაც შეეხება ფასების სტაბილურობას, სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობის დონეს.

 

„მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის შემდეგ ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ სამ პროცენტიან მაჩვენებელზე ქვევით ნარჩუნდება. ეს აღწერილიც არის სავალუტო ფონდის დასკვნაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციამ 1.8 % შეადგინა, რაც ბევრად ნაკლებია 3%-იან დონეზე. 2025 წელს მაისის მდგომარეობით ინფლაციამ 3.5% შეაგინა, რაც ასევე ჩვენს პროგნოზს შეესაბამება და ახლოს არის თავის მიზნობრივ დონესთან. სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის, რომ წელს ინფლაცია 3,4% -ის დონეზე დარჩება საშუალოდ და 2026 წელს უფრო დაუბრუნდება თავის მიზნობრივ დონეს. მთლიანობაში, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგად,  ინფლაცია მიზნობრივი დონის ირგვლივ ნარჩუნდება. ასევე მნიშვნელოვანია, რაც ასევე აღინიშნა ფონდის მხრიდან, რომ ინფლაციის ასეთი კომპონენტი, როგორიც არის საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობის მქონე პროდუქციას, კვლავ ნარჩუნდება მიზნობრივ დონეზე ქვევით. მაისის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 2% იყო და ესეც მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, რომ ინფლაციური მოლოდინები არის კარგად მართული. სავალუტო ფონდის დასკვნაშიც არის აღნიშნული, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და შევინარჩუნოთ კარგად მართული ინფლაციური მოლოდინები და ეს მართლაც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image S&P Global-მა უკრაინის დეფოლტი გამოაცხადა

05.06.2025.17:34

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.

„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს. 

ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა