მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არეალის გაფართოების, ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპორტის მხარდაჭერის თანმიმდევრული პოლიტიკა - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

2025 წლის 9 თვეში საქართველოში ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა და რეკორდულ ოდენობას - 5.2 მლრდ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. 14.2%-ით არის გაზრდილი ექსპორტი 2025 წლის სექტემბერშიც და მისი მოცულობა 703.1 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.  2025 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვა 9.1%-ით გაიზარდა და 18.5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც, ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდული მოცულობაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს წარმატება განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არეალის გაფართოებისა და უტილიზაციის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მეწარმეებისა და  ექსპორტის მხარდაჭერას.

„საერთო ჯამში, ეს იძლევა იმ ეკონომიკურ შედეგს, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით საქართველოში, ექსპორტი და საგარეო ვაჭრობაც, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მიმდინარე წლის სექტემბერში გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც - სავაჭრო დეფიციტმა 2025 წლის სექტემბერში 737.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 91.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა. სექტემბერში შემცირდა იმპორტი 0.3%-ით და მისი ოდენობა 1,440.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 

ხაზგასასმელია, რომ ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა 2024 წელსაც - ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა

14.04.2026.19:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზის აპრილის განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა