მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით კანონპროექტი შემუშავება - რა იცვლება

news image

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის აირების ემისიების შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებით.

კანონპროექტი სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, საკითხის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წარმოადგინა როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური ხასიათის შენიშვნები, რომელიც მეორე მოსმენის ფარგლებში გაითვალისწინეს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სულ უფრო იზრდება საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში - 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - თამარ იოსელიანი

06.04.2026.17:48

„საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში, რასაც ადასტურებს როგორც გასული, ასევე მიმდინარე წლის სტატისტიკური მაჩვენებლები" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისი ინფორმაციით, 2025 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საკონტეინერო გადაზიდვებში, სადაც ზრდამ 17% შეადგინა, გენერალური ტვირთები 20%-ით, ხოლო საბორნე - 31%-ით გაიზარდა.

თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ პოზიტიური დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება: საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 188 149 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია (180,177 TEU).

„აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2026 წლის პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა. ასევე ხაზგასასმელია ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობის ზრდაც (+3%). ეს მონაცემები ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს როლზე საუბრისას თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს განვითარების ფაზაში მყოფ ახალ, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელიც ქვეყანას პირველად მისცემს შესაძლებლობას, Panamax და Post-Panamax ტიპის გემები მიიღოს. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესი.

„ხაზგასასმელია, რომ ერთდროულად მიმდინარეობს პორტების გაფართოება, სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია და საგზაო მაგისტრალების გაუმჯობესება. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას - საქართველოს ნავსადგურებში უკვე წარმატებით მუშაობს საზღვაო „ერთი ფანჯრის" სისტემა, რაც ოპერაციების სწრაფ, გამჭვირვალე და უსაფრთხო მართვას უზრუნველყოფს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა