მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით აქტიური კომინიკაცია გვექნება კერძო სექტორთან, ჩვენი ამოცანაა, ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„კომისიის ფარგლებში შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით მოხდება ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ კერძო სექტორთან, რომ ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების, ასევე საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს.

„მიმდინარე პერიოდის განმავლობაში გვექნება ძალიან აქტიური შეხვედრები უშუალოდ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან - იქნება ეს საცალო ვაჭრობის ქსელები, დისტრიბუტორები თუ სხვა, მათ შორის, პროდუქტების მწარმოებლები. ჩვენი ამოცანაა, რომ უშუალოდ, ამ კომისიის ფარგლებში ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად, აპრილის ბოლომდე" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როდესაც ლარში ხდება გამოშვება, ამ შემთხვევაში ქვეყანა აღარ იღებს ვალუტის რისკს და რისკიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია - ფინანსთა მინისტრი ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე

17.02.2026.20:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ქტიურად არის ჩართული სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე და მომავალშიც გეგმავს ამბიციურ ინიციატივებს. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლაა ხუციშვილმა თქვა, მიმდინარე წელს საერთაშორისო ინვესტორების მაქსიმალური ჩართვა ადგილობრივ ბაზარზე უკვე იგეგმება, ხოლო ევრობონდის „როუდშოუს“ ფარგლებში გამართული შეხვედრები აჩვენა მაღალი ინტერესი ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ. 

მინისტრის განმარტებით, ლარში გამოშვება საშუალებას იძლევა, ქვეყნისთვის ვალუტის რისკი შემცირდეს, რისკიანობის მაჩვენებელი დაბალ დონეზე დარჩეს, ხოლო ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და დიდი გამოშვებების ჩატარება მოსალოდნელია.

„ამ მიმართულებით იცით, რომ ჩვენ აქტიურები ვართ სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე და გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები. უკვე მიმდინარე წელსაც ვაპირებთ, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო ინვესტორები. ევრობონდის გამოშვების ფარგლებში, "როუდშოუს" ფარგლებშიც გვქონდა ძალიან ბევრ საერთაშორისო ინვესტორთან შეხვედრა და დაფიქსირდა, რომ საკმაოდ მაღალია ინტერესი ადგილობრივი, ჩვენი ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ. ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი აქტივობა გვქონდეს, მიმდინარე წელს მოვიწვიოთ საერთაშორისო ინვესტორები და აქტიურად მივცეთ შესაძლებლობა მათაც, რომ მიიღონ მონაწილეობა უკვე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების შესყიდვაში. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბუნებრივია, როდესაც ლარში ხდება გამოშვება, ამ შემთხვევაში ქვეყანა აღარ იღებს ვალუტის რისკს და რისკიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მიმდინარე წელს მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება და ველოდებით, რომ გვექნება დიდი გამოშვებებიც“, - განაცხადა მინისტრმა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა