მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7096.7
-0.0157
flag
AZN 1.5971
-0.0034
flag
CNY 38.246
-0.0083
flag
EUR 3.1621
-0.0119
flag
GBP 3.5898
-0.0367
flag
KZT 51.5
0.0055
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7154
-0.0058

სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურ ჭრილში 26%-ით გაიზარდა - TBC Capital

news image

2025 წლის სექტემბერში, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურ ჭრილში 26%-ით გაიზარდა. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 468 ლარი დაფიქსირდა.
ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში ჯამური უნაღდო
დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 16% და 84 %-ად განაწილდა.

2025 წლის სექტემბერში, სასტუმროებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 9%-ით შემცირდა . საშუალო დანახარჯი 205 ლარს გაუტოლდა.
თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 37%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციამ 615 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 18%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის ფარგლებში, 6-დან 9 თვემდე პერიოდში მშენებლობის პროცესი დაიწყება - პრემიერი

30.10.2025.02:13

ჩვენთვის მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საშუალო ზრდა არის ძალიან მაღალი, თითქმის ორნიშნა ამ 4 წლის განმავლობაში. 
 
„წელსაც მაღალ ტემპს ვინარჩუნებთ, 7.9%. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ, მოსახლეობის სოციალური დონე გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო მეტად, თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გავიმყაროთ და ა.შ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალშიც ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან წარმომადგენლობითი. ძალიან მაღალი რანგის,  საინტერესო სტუმრები გვყავდა. ასევე დაემთხვა ამ ფორუმს Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის პროცესის დაწყება უკვე ოფიციალურად და ახლო მომავალში დაიწყება  მშენებლობის პროცესი. 6-დან 9 თვემდე პერიოდში უკვე უშუალოდ მშენებლობა დაიწყება. ეს ინვესტიციაც დამატებით წაახალისებს ეკონომიკის ზრდას. პერსპექტივები გვაქვს ძალიან კარგი. ასევე, ეკონომიკის მინისტრთან ერთად განვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელმაც უნდა დააჩქაროს ეკონომიკური ზრდის ტემპები. მთლიანად ეკონომიკური გუნდი არის ძალიან ძლიერი ჩვენს მთავრობაში. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა