მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7094.4
-0.0036
flag
AZN 1.6091
0.0004
flag
CNY 38.026
0.0005
flag
EUR 3.0984
-0.0058
flag
GBP 3.6927
-0.0109
flag
KZT 53.43
-0.0001
flag
TRY 0.07
-0.0001
flag
USD 2.7349
-0.0008

სასტუმროებში მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა - TBC

news image

2025 წლის აპრილში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე გასული წლის აპრილში. აღნიშნულის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. 

დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები, წინა თვის მსგავსად, წლიურად 16%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. მიმდინარე წლის აპრილში, სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.

2025 წლის აპრილში, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 35 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა დაახლოებით 5-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.

2025 წლის აპრილში, გასულ წელთან შედარებით, მომხმარებლებმა 9%-ით მეტი დახარჯეს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image GBN პირველი კომპანიაა, რომელმაც ჩინეთში ქართული ნაყინის ტრანსპორტირება განახორციელა

28.05.2025.18:00

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია GBN • ჯიბიენი პირველი კომპანიაა, რომელმაც ჩინეთში ქართული ნაყინის ტრანსპორტირება განახორციელა.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ჯიოშვილმა განაცხადა, მათ პარტნიორობა ჰქონდათ ნაყინის მწარმოებელ ქართულ ბრენდთან - „გურჯანის ნაყინთან“, რომელიც მაღალხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციით გამოირჩევა. 

„ეს ნამდვილად იყო პირველი და ძალიან ღირებული გამოცდილება – პროდუქტს სჭირდება მუდმივად განსაზღვრული ტემპერატურა მთელ გზაზე, ასევე დოკუმენტაციის მოწესრიგება ძალიან დეტალურია. საჭირო გახდა ინდივიდუალური ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შემუშავება“, - განმარტავს GBN-ის დამფუძნებელი.

ნაყინის ჩინეთში გადაზიდვას მულტიმოდალური ტრანსპორტირების მეთოდის გამოყენებით, დაახლოებით 20 დღე დასჭირდა.

„პროდუქტი მთელი გზა ინახებოდა -20°C ტემპერატურაზე სპეციალურად აღჭურვილ კონტეინერებში, რაც უზრუნველყოფს მისი თვისებების შენარჩუნებას“, - აცხადებს საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის დამფუძნებელი თამარ ჯიოშვილი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია GBN მალფუჭებადი პროდუქციის, მათ შორის ხილის ტრანსპორტირებაში საკმაოდ სანდო პარტნიორია. GBN ასეთი ტიპის პროდუქციის საერთაშორისო გადაზიდვებს მაცივარ კონტეინერებით, სრული ტემპერატურული კონტროლითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით, ახორციელებს. 

„დღეს GBN-ის პორტფელში შედის ხორცპროდუქტები, რძის ნაწარმი, ნატურალური წვენები და სხვა, რომლებიც მიემართება როგორც აზიის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მათ შორის – ჩინეთი, კორეა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ბალტიისპირეთი“, - აცხადებენ კომპანიაში.

საგულისხმოა, რომ GBN-ის გუნდი მალფუჭებადი პროდუქციის ლოგისტიკაში სპეციფიკურ ცოდნას ფლობს.

„ჩვენი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ვმუშაობთ როგორც სტანდარტულ, ისე ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი გუნდი ფლობს სპეციფიკურ ცოდნას მალფუჭებადი პროდუქციის ლოგისტიკაში, რაც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები ნებისმიერ ბაზარზე. ჩვენთვის გადაზიდვა მხოლოდ ტრანსპორტირება არაა – ეს არის სერვისი და პასუხისმგებლობა“, - აცხადებს  GBN-ის დამფუძნებელი. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა