საშუალო ხელფასი 4 წლის წინ თუ იყო დაახლოებით 1 200 ლარი, ახლა მნიშვნელოვნადაა გადაცილებული 2000 ლარს, ბოლო 3 წელიწადში შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი - პრემიერი
საშუალო ხელფასი 4 წლის წინ თუ იყო, დაახლოებით, 1 200 ლარი, ახლა მნიშვნელოვნად არის გადაცილებული 2000 ლარს, დასაქმების ნაწილში, მხოლოდ ბოლო 3 წელიწადში, შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - „ღამის კურიერი“.
მისივე თქმით, სიღარიბის მაჩვენებელი წინა ხელისუფლების პერიოდის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, სამჯერ არის შემცირებული და „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პროგრამის თანახმად, 2028 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 4 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.
„ამ რიცხვებს ვერ გააყალბებ, ვინაიდან ამ დასაქმებულ ადამიანებს ბიუჯეტში შეაქვთ ფული. 195 000-ით მეტს შეაქვს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი და გარდა იმისა, რომ რაოდენობა გაიზარდა, საშუალო ხელფასიც, თითქმის, გაორმაგებულია 4 წლის წინანდელთან შედარებით. საბოლოო ჯამში, 195 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მარტო ბოლო 3 წელში და 4 წლის თავზე გვაქვს გაორმაგებული საშუალო ხელფასი. ამას როგორ გააყალბებ, ამდენჯერ მეტი შევიდა ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ბედნიერია. სიღარიბის ნაწილს რაც შეეხება, 30 % იყო სიღარიბე 2012 წელს, ეს დაგვიტოვეს მემკვიდრეობად. 2023 წლის მონაცემებით, 11.8 %-მდეა ჩამოსული. მალე გამოქვეყნდება 2024 წლის მონაცემები და წესით, დაახლოებით, 10 %-მდე უნდა იყოს შემცირებული, ამის დიდი იმედი გვაქვს. ანუ, სამჯერ არის დაახლოებით შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით. ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ ხალხი ბედნიერია და ყველა მდიდარია. მეტიც, ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 10 %, რაც არის 370 000 ადამიანი, ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. დღეს, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა 9 000 აშშ დოლარს გადაცდა, დაახლოებით 13 500 დოლარს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ არსებითად მოუგვარდეს საზოგადოებას პრობლემა. ჩვენი პროგრამის თანახმად, 4 %-მდე უნდა შემცირდეს სიღარიბე 2028 წლის ბოლოსთვის, რაც სავსებით შესაძლებელია იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს აღებული,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკა ფული არ არის, რომ ვიღაცის ჯიბეში წავიდეს, თუმცა ოპონენტები მსგავს აბსურდულ მესიჯებსაც აჟღერებენ, რაც სასაცილოა.
„ვიღაცაზე ეს ყველაფერი მეტად აისახება, ვიღაცაზე ნაკლებად, მაგრამ საშუალო ზრდა არის ის, რაც აღვნიშნე. ვინც ოდნავ ერკვევა ეკონომიკაში, როგორც კი დახედავთ ცხრილს, ნახავთ, რომ საქართველო არის, პირობითად, 25 000 აშშ დოლარი და გერმანია არის 50 000 დოლარი, პირობითად ვამბობ ამ ციფრებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გერმანიაში საქართველოზე ორჯერ უკეთესად ცხოვრობენ. ეს 25 000 შენთან თუ გახდება 50 000, ეს ნიშნავს იმას, რომ შენთან მოსახლეობის ცხოვრების დონე ზუსტად ორჯერ გაუმჯობესდა, ეს მარტივი მათემატიკაა, როგორც კი ცხრილს დახედავ, ეს ყველაფერი ნათლად ჩანს. გახარიას პარტიის წარმომადგენლებს ჰქონდათ მესიჯი, რომ ეს ეკონომიკა კი იზრდებაო, მაგრამ 25 ოჯახის, არ ვიცი ეს 25 საიდან მოიტანეს, მათი პარტიული ნომერია 25, 25 ოჯახის ჯიბეში მიდის ეს თანხაო. ხალხს ატყუებენ ამაშიც, ფული კი არ არის ეკონომიკა. ანუ, სასტუმრო რომ აშენდა ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ნაწილში ეკონომიკა გაიზარდა, ნიშნავს იმას, რომ დამატებით, პირობითად, 50 კაცი დასაქმდა, ხელფასები მოემატათ და ა.შ. ეს არის ეკონომიკა. როგორ შეიძლება 25 კაცის ჯიბეში წავიდეს ეს. როცა გაიხსნა ახალი სასტუმრო, აქ ხომ დასაქმდა 50 ადამიანი, გადაიხადა საშემოსავლო, ხელფასი მოემატათ, ასეთ აბსურდებზე გვიწევს საუბარი, ეკონომისტისთვის ეს ყველაფერი არის სასაცილო, მაგრამ სამწუხაროდ ასეთ თემებზეც გვიწევს საუბარი", - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
„საქართველოს ბიზნესკლიმატი და გარემო მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო რეიტინგებში - OECD-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი გარემოს შეფასების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა მმართველობის კუთხით ანუ აქ არის ისეთი გარემო, სადაც მიესალმებიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, უზრუნველყოფილია კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი მობილობა და არ არის არანაირი შეზღუდვა არც ვალუტის კონვერტაციაზე, არც კაპიტალის რეპატრიაციაზე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს უცხოელი ინვესტორების გადაწყვეტილებებზე“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები" იყო.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მსოფლიო ბანკის ე.წ. „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველო იყო მე-7 ადგილზე, რომელიც შეცვალა მსოფლიო ბანკმა და ბიზნესისთვის მზაობის საპილოტე რეიტინგში საქართველომ დაიკავა მესამე ადგილი სინგაპურისა და ესტონეთის შემდეგ.
„ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომ ჩვენ ქვეყანაში მმართველობის ხარისხი არის საკმაოდ კარგი, სანდო და სერვისები ყოველწლიურად უმჯობესდება - ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ვხედავთ, რომ სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი არის უწყვეტი და მუდმივი. ამიტომ, ამ კუთხით, ჩვენ ამ კონკურენტუნარიანობაზე ვზრუნავთ, ასევე, ხაზგასასმელია ყველა ის ფაქტორი, რომელიც ზოგადად, განაპირობებს ჩვენი ბიზნესკლიმატის მიმზიდველობას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიში „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები" მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.