სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ დარღვევები გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა დაყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", გერმანიიდან დაეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი)დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები იქნა შეჩერებული.
კანონმდებლობით გათვალისწინებული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისპროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროსტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულგანადგურებას დაექვემდებარა.
ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდანაღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი -სალმონელა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად,აღნიშნული საქონელი (გაყინული ქათმის ხორცი) ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებასდაექვემდებარა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
16.05.2025.15:00
საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა იზრდება, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საპენსიო ფონდის მიმართ ნდობას შეეხებოდა.
„ზოგადად, საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმაა, თუმცა არის სავალდებულო ყველა ადამიანისთვის. თავიდან კანონი განსაზღვრავდა, რომ ამ პროექტის გაშვების დროს 40 წელს და მეტის მქონე ადამიანებს ჰქონდათ საშუალება, რომ გასულიყვნენ. ზოგადად, თავიდან ჩემი აზრით, დაკვირვებითაც ასეთი ნდობა განსაკუთრებული არ იყო ვინაიდან, ეს არის ახალი ორგანიზაცია და ამას ახლაც ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გავზარდოთ ჩვენი ფონდის მიმართ ადამიანების ნდობა. ამაში გვეხმარება ის ფაქტი, რომ დღეისათვის დაახლოებით 20 000 ადამიანს აქვს უკვე საპენსიო დანაზოგი გატანილი. თავიდან ეს ნდობა, რომ ადამიანებს მართლა თავიანთი იყო ეს ფული და შეეძლოთ, რომ გაეტანათ ფონდიდან - არ არსებობდა და უფრო თეორიული ციფრები იყო. ახლა რაც უფრო გაიზრდება ასეთი ადამიანების რაოდენობა, ვინც გაიტანენ, ისარგებლებენ და ნახავენ, რომ აქტივები, რომელიც ინახებოდა და ნამდვილად ისარგებლეს ჩვენი აზრით ბრენდინგიც გაუმჯობესდება და ჩვენს მიმართ ნდობაც გაუმჯობესდება“, - ამბობს ანა ნაჭყებია.