სასაქონლო ნიშნების შესახებ მომართვიანობა გაზრდილია - სოსო გიორგაძე
სასაქონლო ნიშნების შესახებ მომართვიანობა გაზრდილია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ განაცხადა. რომელმაც აღნიშნა, რომ სასაქონლო ნიშნების შესახებ მომართვიანობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან.
„ვფიქრობ, რომ საზოგადოებას კარგად ესმის ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ფორმების ფასი, რომელიც ერთგვარი მაჩვენებელია ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის. მაგალითად, თუ ავიღებთ სასაქონლო ნიშნების შესახებ მომართვიანობას, რომელიც გაზრდილია და პრაქტიკულად გადააჭარბა ნიშნულს, რომელიც იყო პანდემიამდე პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ ეს პროცესი შეანელა, როგორც ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი. სასაქონლო ნიშნების მომართვიანობა რატომ არის საინტერესო ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც ქვეყნის შიდა, ასე საერთაშორისო განაცხადები ასახავს ბიზნესის ინტერესს, საქართველოში დაიცვას თავისი კომპანიის სახელი. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის საინტერესოა საქართველოს ბაზარი, აპირებს აქ საქმიანობას, აპირებს წარმოების დაწყებას, გაზრდას ან პროდუქციის შემოტანას. ამ ნაწილში სასაქონლო ნიშნების მომართვიანობა გაზრდილია, რაც ერთმანეთს ემთხვევა დაწყებული სსფ-ს ანგარიშებით და დამთავრებული უშუალოდ კონკრეტული სტატისტიკები, რომელიც აისახება ჩვენთან ან სამეწარმეო ინდექსში.
სხვა ფორმებზე ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, რომ საქპატენტი საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად, მათი ხელმძღვანელობით აგრძელებს საკანონმდებლო ინიციატივებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა კანონი ან ძირეულად შეიცვალა ან სრულად ახალი დაიწერა. დარჩენილი იყო ერთი ნაწილი ეს არის „დიზაინის შესახებ“ კანონი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც ინტელექტუალური საკუთრება. საქპატენტმა მოამზადა თანამედროვე ინიციატივები, რომელიც უკვე მოიწონა საქართველოს მთავრობამ და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში შემდგომი განხილვებისთვის. პრაქტიკულად ამით დასრულდება ერთი ციკლი ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი აქტების, ცვლილების და ახალი აქტების შემოღებისა. ვარაუდობთ, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენით საშემოდგომო სესიაზე გავა და იმედი გაქვს, რომ 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე საბოლოო დასრულდება ამ ცვლილების განხილვა და მიღება“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.
სხვა სიახლეები
იანვარში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა - საქსტატი
13.02.2026.11:37
2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 117.0 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 34.5 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში 636.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.