მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „ზედამხედველობის გაძლიერება“ მიმდინარეობს

news image

სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის მენეჯერების უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის გაცემის შემდგომ ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენინგი საერთაშორისო ექსპერტების მიერ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ტარდება და ორ ეტაპს - თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ (იმიტირებული) ინსპექტირებას მოიცავს.

ტრენინგის შეეხება შემდეგ საკითხებს:

 სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობის გაძლიერება, მათ შორის უსაფრთხოების მართვის სისტემის (SMS) შესრულების ეფექტიანობის შეფასება;
 სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის პირობების ზედამხედველობა, მათ შორის სახიფათო ტვირთების სპეციალისტის (DGSA) სერტიფიცირების მოთხოვნების დანერგვა;
 მატარებლის მემანქანეების მართვის მოწმობების და სერტიფიცირების ხარისხის უზრუნველყოფა და აღიარებული სასწავლო ცენტრების ზედამხედველობის საკითხების სისტემის შემუშავება.

ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი დაგეგმილია ივნისის თვეში, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ეწვევიან ზედამხედველობის ობიექტს. ე.წ. საველე სწავლება მიზნად ისახავს უსაფრთხოების მართვის სისტემაში გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების პრაქტიკაში შეფასებას და ზედამხედველობის ერთიანი მიდგომის სტანდარტების დაუფლებას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.

იმიტირებული ინსპექტირებისას შესრულებული აქტივობები ხელს შეუწყობს სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ ზედამხედველობის პროცესის უკეთ გააზრებას, ინსპექტირების უნარების გაუმჯობესებას და სარკინიგზო უსაფრთხოების დონის ამაღლებას.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა

07.04.2026.19:00

2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 16 586.3 ათასი დოლარის ღირებულების 2 764.8 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 2 547.6 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი.

იანვრ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 35%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა:

  • რუსეთი - 961.2 ტონა;
  • უკრაინა - 824.6 ტონა;
  • თურქეთი - 258.8 ტონა;
  • პოლონეთი - 139.0 ტონა;
  • ხორვატია - 112.7 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა