სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „ზედამხედველობის გაძლიერება“ მიმდინარეობს
სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის მენეჯერების უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის გაცემის შემდგომ ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენინგი საერთაშორისო ექსპერტების მიერ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ტარდება და ორ ეტაპს - თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ (იმიტირებული) ინსპექტირებას მოიცავს.
ტრენინგის შეეხება შემდეგ საკითხებს:
სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობის გაძლიერება, მათ შორის უსაფრთხოების მართვის სისტემის (SMS) შესრულების ეფექტიანობის შეფასება;
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის პირობების ზედამხედველობა, მათ შორის სახიფათო ტვირთების სპეციალისტის (DGSA) სერტიფიცირების მოთხოვნების დანერგვა;
მატარებლის მემანქანეების მართვის მოწმობების და სერტიფიცირების ხარისხის უზრუნველყოფა და აღიარებული სასწავლო ცენტრების ზედამხედველობის საკითხების სისტემის შემუშავება.
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი დაგეგმილია ივნისის თვეში, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ეწვევიან ზედამხედველობის ობიექტს. ე.წ. საველე სწავლება მიზნად ისახავს უსაფრთხოების მართვის სისტემაში გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების პრაქტიკაში შეფასებას და ზედამხედველობის ერთიანი მიდგომის სტანდარტების დაუფლებას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.
იმიტირებული ინსპექტირებისას შესრულებული აქტივობები ხელს შეუწყობს სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ ზედამხედველობის პროცესის უკეთ გააზრებას, ინსპექტირების უნარების გაუმჯობესებას და სარკინიგზო უსაფრთხოების დონის ამაღლებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.19:00
ხელოვნურ ინტელექტს შრომით ბაზარზე გავლენა ექნება, - აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
სოსო გიორგაძის თქმით, საუბარია გარკვეული ტიპის სამუშაოებზე, თუმცა მისვე განმარტებით „პროგრესი მუშახელს არ ამცირებს“.
„შრომით ბაზარზე დიდი ალბათობით მას ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ნებისმიერ ტექნოლოგიურ განვითარებას. ყველაფერი თავის დროზე, დაწყებული ჩარხით, ტრაქტორით, ან სხვა ნებისმიერით, რაც ტექნოლოგიური გაუმჯობესება იყო ქმნიდა გარკვეული მუშახელის გაქრობის საშიშროებას. ასეთი რისკი ბუნებრივია არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად შეამცირებს სამუშაო ადგილებს. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონკრეტული ტიპის სამუშაო სფეროზე, აღარ იყოს საჭირო ადამიანური მუშახელი კონკრეტულ სეგმენტში, მაგრამ პროგრესი მუშახელს არ ამცირებს. სამუშაო ადგილები დიდი ალბათობით უფრო გაიზრდება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით მუშახელი შესაძლოა აღარ იყოს საჭირო.
ხელოვნური ინტელექტის მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად უნდა იყოს პრაგმატული, მათ შორის სახელმწიფო დონეზე, ისე როგორც ბიზნესის დონეზე. წარმოიდგინეთ არსებობს ძალა, რომელსაც თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ, კონკურენტები აუცილებლად გამოიყენებენ. შესაბამისად ისინი წინ იქნებიან, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მუშაობას და უფრო მეტ ინფორმაციაზე წვდომას. არამხოლოდ ინფორმაციაზე წვდომას, არამედ ინფორმაციის სწრაფ ანალიზს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი არაფერი არ იცის, რაც ადამიანმა არ მოიფიქრა. მაგრამ ერთი, ან თუნდაც 100 ადამიანისგან განსხვავებით ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წვდომა ჰქონდეს უფრო მეტ ინფორმაციაზე და უფრო სწრაფად გადაამუშაოს ეს ინფორმაცია. შესაბამისად ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ბიზნესისთვის, რომელიც ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაცია მოახდინოს ხელოვნურ ინტელექტთან იმისთვის, რომ კონკურენციას არ ჩამორჩეს“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.