სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება - ვახტანგ ცინცაძე
„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
ვახტანგ ცინცაძის განმარტებით, Moody's საქართველოს სუვერენულ რეიტინგის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვან ზრდასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე.
„სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერიოდული მიმოხილვა დაასრულა. სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც საგარეო შოკების მიუხედავად ძლიერი რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ სარეიტინგო სააგენტო 2026 წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც მსგავსი ტიპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმავდროულად, მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან შემცირებაზე, რომელიც 2025 წელს, Moody's-ის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-ს შეადგენს. სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, რაც გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელსაც შენარჩუნდება ის ტენდენციები, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
30.03.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1032 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6998 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6998 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7025 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1032 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1114 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.