საქართველოში წარმატებული სტაბილურობა გაქვთ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დაბალმა ინფლაციამ და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ - ADB-ის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველი
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ საქართველოში ძალიან დაბალი ინფლაცია გაქვთ,ეკონომიკური ზრდა კი მაღალი. ასე რომ, წარმატებული სტაბილურობა გაქვთ, გაცვლითი კურსის და სავალუტო ბარიერების მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, გააგრძელებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, აღმშენებლობას და ბევრ ქვეყანასთან გაღრმავებულ ეკონომიკურ ინტეგრაციას," - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველმა საიური შირაიმ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ADB-ის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველმა აღნიშნა, მსოფლიო არენაზე დრამატული ცვლილებების ფონზე ევროპა იაპონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება, რაც მისი შეფასებით მომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
„იმედი მაქვს, ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ, ვფიქრობ, ევროპა იაპონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება. იმედია, მეტს ვისაუბრებთ და გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები", - აღნიშნა მან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.06.2025.17:00
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 34.40 ტონა ნესვი იყიდა, რაშიც 22.76 ათასი დოლარი გადაიხადა. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ნესვის იმპორტი 60%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებით ნესვის იმპორტმა 86.02 ტონა შეადგინა.
მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებული ნესვის 65%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. 2025 წლის ოთხ თვეში ნესვის იმპორტი სულ სამი ბაზრიდან მოხდა.
თურქეთი - 22.35 ტონა;
ირანი - 6.74 ტონა;
ნიდერლანდები - 5.30 ტონა.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ნესვის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 1,200.87 ტონა ნესვი შეიძინა, რაშიც 281.12 ათასი დოლარი გადაიხადა.