მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

საქართველოში საზამთროს იმპორტი 28%-ითაა გაზრდილი

news image

საზამთროს იმპორტი მზარდია. საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 9 658.6 ტონა საზამთრო იყიდა, რაშიც 2 920.7 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის 7 თვეში კი ქვეყანაში 7 543.6 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა. შესაბამისად საზამთროს იმპორტი საქართველოში 28%-ითაა გაზრდილი. საქართველოში შემოტანილი საზამთროს დიდი წილი თურქეთზე მოდის. სწორედ თურქეთიდან იმპორტირებულ საზამთროს მთლიანად ამ პროდუქციის იმპორტში 56%-ი უკავია. 

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო საზამთროს ყიდულობს:

  • თურქეთი - 5 427.7 ტონა;
  • ირანი - 4 065.4 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 96.4 ტონა;
  • უზბეკეთი - 66.0 ტონა;
  • ნიდერლანდები - 3.1 ტონა;
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - მარიამ ქვრივიშვილი

12.09.2025.23:55

როგორც იცით, ჩვენს ქვეყანას აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არის გამორჩეული ამ კუთხით რეგიონის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება  ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. 

„ასევე იცით, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,7%-ს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდა და გასულ 9,4%-ი იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა. რაც ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა არის ის, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვით და სწორი სტრატეგიით - ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ისეთ სექტორებს, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო სერვისები, ისევე, როგორც ვაჭრობა, ტურიზმის ინდუსტრია და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს მიმართულება, ყველა ეს სექტორი, მდგრადად და ძალიან სტაბილურად ვითარდება. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს უშუალოდ ეკონომიკის დივერსიფიცირებით ზრდას. რაც სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. ამავდროულად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ და მთავარი საზრუნავი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა