მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095.4
-0.0045
flag
AZN 1.5903
-0.0005
flag
CNY 38.172
-0.0033
flag
EUR 3.1319
0.0009
flag
GBP 3.5759
0.0149
flag
KZT 52.43
0.0025
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7039
-0.0008

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია - დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

news image

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია, - ამის შესახებ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, 2025 წლების 30 სექტემბრის მდგომარეობით  სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობებში მოქმედი პოლისების რაოდენობამ 148,635 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის აქტიური 135,019 პოლისი იყო. 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 122,360 პოლისს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო სექტორის მიერ 2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 098 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს.

2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მესამე კვარტალში შიდა ვიზიტორების მიერ გაწეულმა თვიურმა საშუალო ხარჯმა 399.5 მლნ ლარი შეადგინა - საქსტატი

28.11.2025.11:15

2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 375.7 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 743.3 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 5.7 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 799.9 ათასით განისაზღვრა, რაც 6.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.3 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 57.8 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.7 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 15.4 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.6 პროცენტი — აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2025 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 399.5 მილიონი ლარით, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1.9 პროცენტით და 229.1 ლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა