საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის ბაზრის შესწავლით, რომლითაც ფორმირდება ფასები - არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი და ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში რეფერენტი ასე მუშაობს, დანარჩენი არის სპეკულაცია l შოთა ბერეკაშვილი
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.
ბერეკაშვილის თქმით, საქართველოში წამლების რეფერენტული ფასების სისტემა უზრუნველყოფს, რომ ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით არ იყოს უფრო მაღალი.
კომისიის თავმჯდომარის შეფასებითვე, გაჟღერებული აზრი, რომ რეფერენტული ფასების პირობებში წამლები შეიძლება ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძვირი იყოს, არასწორია და სპეკულაციას უწოდებს.
„გასაგები რომ იყოს, მგონი, კომისიის ყველა წევრს არ ესმის საქართველოში რეფერენტული ფასები როგორ მუშაობს. საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის მაგალითიდან, ესენი არიან: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ლატვია და ბულგარეთი. ფასები აღებულია ამ ბაზრების შესწავლის შედეგად, მათი საშუალოზე დაბალი, რომლის შედეგად ფორმირდება ფასები როგორც იმპორტირებულ წამლებზე, ასევე ადგილობრივ წამლებზე და არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე არის მაგალითად, ევროპის რომელიმე ქვეყნებში. უბრალოდ ვერ იქნება იმიტომ, რომ რეფერენტი ასე მუშაობს. დანარჩენი სპეკულაციაა და მე ვფიქრობ, რომ საქმეში ღრმად ჩაწვდომის დეფიციტი იმიტომ, რომ ეს სისტემა ასე მუშაობს. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის“ - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
საქართველოში იმპორტირებული ყავის 53% ქვეყანაში ინდონეზიიდან შემოვიდა
03.04.2026.15:00
საქართველოში ყავის იმპორტი შემცირების ტენდენციას აჩვენებს, რასაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები ადასტურებს.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 7 557.2 ათასი დოლარის ღირებულების 1 022.3 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ ორ თვეში ყავის იმპორტი 1 074.6 ტონას შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ყავის იმპორტი თითქმის 5%-ით არის შემცირებული.
საქართველოში იმპორტირებული ყავის დიდი ნაწილი, საუბარია 53%-ზე, ქვეყანაში ინდონეზიიდან შემოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყავის იმპორტს ახდენს: